პოლიცია საპროტესტო აქციაზე

დაპირისპირების ტალღა რეგიონებში - ხულოში დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან ხმაური იყო

70
აქციის მონაწილეები ანზორ ბოლქვაძის კაბინეტში შესვლასა და მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ბიუროს თანამშრომლებმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, მოგვიანებით კი ცოცხები დაუშინეს

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან დაპირისპირება იყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ერთმანეთს ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები ანზორ ბოლქვაძის კაბინეტში შესვლასა და მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ბიუროს თანამშრომლებმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, მოგვიანებით კი ცოცხები დაუშინეს.

„ქართული ოცნების“ ნაცვლად „ქურდული ოცნება“ და მაჟორიტარის ნაცვლად მონა. დღეიდან ანზორ ბოლქვაძეს ჰქვია სახელი – მონა, ის არის ბიძინა ივანიშვილის მონა“, - განაცხადა „ალტერნატივას“ წევრმა, ხათუნა ბერიძემ.

„მონა“ –  სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ბიუროს შენობაში იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც აქციის მონაწილეები გარეთ გაიყვანეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

ამ დროისთვის ბიუროსთან აქცია დასრულებულია.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ქვეყანა პროტესტის ტალღამ მოიცვა 14 ნოემბრის - მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესწორებები ჩააგდო. ოპოზიცია ხელისუფლებას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანას მოითხოვს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები დიპლომატიურმა კორპუსმა მოაწყო, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ამ კვირაში პროტესტის თბილისიდან რეგიონებში გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს. აქციები გაიმართა მცხეთაში, ქობულეთში, ქუთაისში.

მომიტინგეები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებას თუ მოსვენებას არ მისცემენ, ისინი დათმობაზე წავლენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ პროპორციული სისტემით. ოპოზიციონერები მართავენ მრავალრიცხოვან პერფორმანსებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, აქვთ პარლამენტის შენობისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირების მცდელობა.

70
თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
მეხანძრე

ზუგდიდის რაიონში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

51
(განახლებულია 13:07 07.07.2020)
ხანძარი დილის 4 საათზე გაჩნდა. როგორც ჩანს, 60 წლის მამაკაცს ეძინა და ცეცხლიდან გამოსვლა დროულად ვერ შეძლო

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში ხანძრის გამო მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".

60 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში დაიღუპა. რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ხანძარს გადაურჩა მამაკაცის დედა, რომელიც ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა.

ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, დაუდევრობა გახდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

51
თემები:
შემთხვევები საქართველოში
მეხანძრეები

სვანეთში ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან - ვიდეო

36
(განახლებულია 12:58 07.07.2020)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი ართულებს, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინსიტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე დილიდანაა მობილიზებული დამატებითი ძალები - როგორც სპეციალური ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. სვანეთში ხანძარს ებრძვის 110 მეხანძრე-მაშველი და შვიდი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

რისკის ზონაში 11 ოჯახი ცხოვრობს. ძლიერი დაკვამლიანების გამო ამ ზონიდან ბავშვები გამოიყვანეს.

„ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი. ხანძრის ქრობის სამუშაოები ადგილზე მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", -აღნიშნავენ უწყებაში.

მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები ხანძრის კერებთან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მუშაობა განაახლეს შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო მე-3 ვერტმფრენი.

სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობენ. ადგილზე ასევე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

36
თემები:
დიდი ხანძრები საქართველოში
შაკიკისადმი მიდრეკილება განპირობებულია მემკვიდრეობით, სქესით, ცხოვრების არასწორი წესით, ფსიქოემოციური ფონით

შაკიკის მკურნალობა შესაძლებელია: გერმანიაში მოღვაწე ნევროლოგის რჩევები

0
(განახლებულია 13:20 07.07.2020)
მტანჯველი თავის, კეფისა და თვალის ტკივილი, წნევის დავარდნა, მომატებული მგრძნობელობა, ყნოსვითი აურა, გულისრევის შეგრძნება,  - ეს შაკიკია, მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზები კი დღემდე განსაზღვრული არ არის.

მსოფლიოში შაკიკი მოსახლეობის ათ პროცენტს აწუხებს. ის სამჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. შეტევა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ხელისშემწყობმა ფაქტორმა. მაგალითად, შესაძლოა ადამიანს შეტევა დაეწყოს ძლიერ სინათლეზე, ხმაურზე, სტრესული მდგომარეობისას, შიმშილის გამო, ან იმ საკვების ჭარბი დოზით მიღებისას, რომელიც ტკივილის მაპროვოცირებელია. მაგალითად ასეთი საკვებია ყველი, შოკოლადი, თხილი, ალკოჰოლი, განსაკუთრებით კი წითელი ღვინო.

შაკიკი არ იკურნება, თუმცა ის მართვადი დაავადებაა. ხშირად ისმის კითხვა, როგორ მკურნალობენ შაკიკს? ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ნევროლოგმა, ევროპის თავის ტკივილის ასოციაციის პრეზიდენტმა, გერმანიის ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორმა და ქალაქ უნას ევანგელური საავადმყოფოს ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა ქაცარავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისუბრა.

- რამდენი ფორმა არსებობს თავის ტკივილის?

- არსებობს საერთაშორისო კლასიფიკაცია, რომელიც ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული და ის თავის ტკივილის 230 ფორმას განარჩევს. რეალურად ყოველდღიური მკურნალობისთვის საჭიროა ვიცოდეთ სამი სახის თავის ტკივილი, ესენია შაკიკი, დაძაბული თავის ტკივილი და ე.წ. ქლასტერული თავის ტკივილი. ეს სამი არის ყველაზე ხშირი თავის ტკივილის ფორმა.

- როგორ უნდა ვუმკურნალოთ შაკიკს?

- უნდა აღვნიშნო, რომ შაკიკი ყველაზე გავრცელებული თავის ტკივილია. საქართველოში შაკიკი ქალების 18 პროცენტს, ხოლო კაცების რვა პროცენტს აწუხებს. ამ პაციენტების დიდ უმრავლესობას შაკიკის შეტევები იშვიათად აქვს. მას, ვისაც შაკიკი აწუხებს, უნდა ისწავლოს, როგორ უნდა ჩაიტაროს მკურნალობა, რა უნდა მიიღოს მწვავე შეტევის დროს. თუ ადამიანს შაკიკის შეტევები აქვს ყოველ მეორე დღეს, ან უფრო ხშირად, სწორედ ეს ადამიანია სამკურნალო. მართალია შაკიკი არ კლავს, მაგრამ ძალიან ტანჯავს ადამიანს. შაკიკის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მკურნალობა არსებობს და საკმაოდ ეფექტურიცაა. ჩვენ 10 წლის წინ გავაკეთეთ სპეციალური ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა საქართველოში, სადაც ვაჩვენეთ, რომ შაკიკის ეპიზოდური ფორმის სიხშირე ისეთივეა, როგორც მთელს მსოფლიოში, მაგრამ ქრონიკული ფორმის სიხშირე ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ევროპაში და ამერიკაში. იმ ქვეყნებში, სადაც მკურნალობის ეფექტური სისტემა არსებობს, იქ ეპიზოდური შაკიკი არ გადაიზრდება ქრონიკულში. საჭიროა კომპლექსური მკურნალობა. ოჯახის ექიმი, ნევროლოგი, ტკივილის სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ესენი ყველა მუშაობენ იმისთვის, რომ ეპიზოდური ფორმა დარჩეს ეპიზოდურ ფორმად და არ გადაიზარდოს ქრონიკულში.

- არსებობს მედიკამენტები, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და არ იყიდება საქართველოში. ხშირად უწევთ უცხოეთიდან ჩამოტანა, გამოგზავნა. რატომ ვხარჯავთ ამ წამლებში ბევრ ფულს, თუ არსებობს მკურნალობის შესაძლებლობა?

- ძალიან სწორი შეკითხვაა. ეპიდემიოლოგიური კვლევის  შემდეგ მე საკმაოდ დიდი გრანტი ჩამოვიტანე, დაახლოებით 100 ათასი დოლარის ფარგლებში იყო ეს გრანტი. ეს იყო ექიმის ხელფასი, ექთნის ხელფასი, სამი თვის განმავლობაში უფასო წამლები და  ეს ყველაფერი შევთავაზეთ პაციენტებს. თან დავიწყეთ იმის დათვლაც, ეკონომიურად როგორ არის ეს ამბავი აგებული. დაახლოებით 1000 ავადმყოფი გამოვიკვლიეთ და გამოდგა, რომ ერთი მოსახლე თბილისში დაახლოებით  30 ლარს ხარჯავს ამ პრობლემისთვის. ნუ, ზოგი 150 ლარს, ზოგი 5 ლარს, მაგრამ საშუალოდ იხარჯება 30 ლარი. აქ მთავარია რაში იხარჯება ეს 30 ლარი. განუწყვეტლივ მეორდება თავის ტვინის ტომოგრაფია, აინტერესებთ სიმსივნე ხომ არ აქვთ და ასე გრძელდება განუწყვეტლივ... არ არის ეს საჭირო. ეს 30 ლარი იხარჯება არასწორ დიაგნოსტიკაში და იხარჯება უაზროდ დანიშნულ წამლებში. უნდა არსებობდეს სტანდარტი, რომელსაც უნდა მიყვებოდეს ექიმი. აქვე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ასე ცუდად არ არის საქმე. არსებობს რამოდენიმე ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. არის ძალიან მაღალი დონის ექიმი ხატია გვანცელაძე, რომელიც არის ჩემი მოსწავლე. ის ძალიან მაღალ დონეზე მიიღებს და გამოიკვლევს ყველა ავადმყოფს. არიან არაჩვეულებრივი სპეციალისტები, ანუკა ძაგნიძე, მაკა კუკავა, გოგიტა გეგელაშვილი, გუგა ჩახავა, გვანცა გიორგაძე, რომლებიც სწორი მიმართულებით მკურნალობენ ავადმყოფს. დიაგნოსტიკის შემდეგ, პაციენტს დაენიშნება მკურნალობა, რომელიც ექვემდებარება მსოფლიო სტანდარტს.

ყველანაირად მინდა, რაც მე გერმანიაში ვისწავლე და რასაც მე გერმანიაში მივაღწიე ჩემს ქვეყანას მოვახმარო.

 

0