მაშველებმა ჯანდარის ტბაზე დაკარგული ახალგაზრდების ცხედრები იპოვეს

© Emergency Management Serviceდაკარგული მეთევზეების ძებნა ჯანდარის ტბაზე
დაკარგული მეთევზეების ძებნა ჯანდარის ტბაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა თავად დარეკა გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში და დახმარება ითხოვა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. მაშველებმა ჯანდარის ტბაზე დაკარგული მეთევზეების ცხედრები იპოვეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეთევზეების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს, დილით გავრცელდა. მათგან ერთი 27 წლის, მეორე კი 21 წლის მამაკაცია. ერთ-ერთმა მათგანმა თავად დარეკა გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში და დახმარება ითხოვა. ქართული მასმედიის ინფორმაციით, თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ გავიდნენ მეთევზეები ნავით ტბაში. ქარის გაძლიერების შემდეგ მამაკაცები გაუჩინარდნენ.

დაკარგული მეთევზეების ძებნა ჯანდარის ტბაში - Sputnik საქართველო
უკვე მესამე დღეა, ჯანდარის ტბაში მეთევზეებს უშედეგოდ ეძებენ

ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ვერტმფრენი, სითბური დრონი და ცოცხალი ძალა, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფები.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებდა. პარალელურ რეჟიმში ხორციელდებოდა ტბის სანაპირო ზოლის მონიტორინგი.

საძიებო ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

ჯანდარის ტბა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. მისი ზედაპირის ფართობი 10,6 კვადრატული კილომეტრია, საშუალო სიღრმე – 3,75 მეტრი, მაქსიმალური სიღრმე – 7,2 მეტრი.

ყველა ახალი ამბავი
0