თბილისში მერვე კლასის მოსწავლე საწერი კალმით დაჭრეს

გამოწერა
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია დანის გამოყენების შესახებაც, თუმცა ეს ფაქტი 116-ე სკოლის დირექტორმა ნანა ღაჭავამ კატეგორიულად უარყო.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისის 116-ე სკოლაში მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, შესვენებაზე მომხდარი შელაპარაკების შედეგად მეცხრეკლასელმა მერვე კლასის მოსწავლეს ფეხის არეში საწერი კალმით ჭრილობა მიაყენა. ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
„უსაფრთხო სკოლა“ – მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი შეიქმნა

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია დანის გამოყენების შესახებაც, თუმცა ეს ფაქტი 116-ე სკოლის დირექტორმა ნანა ღაჭავამ კატეგორიულად უარყო.

„როდესაც მანდატური ვიდეოკამერებს დისტანციურად ათვალიერებდა, აღმოაჩინა, რომ უფროსკლასელებს ხუმრობა უხეშ შელაპარაკებაში გადაეზარდათ. ერთ-ერთ მოსწავლეს მცირე ფიზიკური დაზიანება ჰქონდა. მაშინვე ჩამოიყვანეს ექიმთან, ყველანაირი ზომები მივიღეთ", – განაცხადა ღაჭავამ.

მომხდარის გამო სასწავლო დაწესებულებაში პოლიციის ეკიპაჟი იყო გამოძახებული.

როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სკოლა – განათლების სამინისტროს ხედვა>>

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0