სამართალდამცველებმა უაქციზო უცხოური ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს

© FB / Investigation Service of Ministry of Finance of Georgiaუაქციზო ჭაჭა
უაქციზო ჭაჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ზესტაფონში აქციზური მარკის გარეშე ყიდდა სხვადასხვა უცხოურ ალკოჰოლურ სასმელს, მათ შორის Amaro Montenegro-სა და Jack Daniels-ს

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი მეწარმე ამხილეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

უწყების ცნობით, ამოღებულია 66 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ზესტაფონში მდებარე სავაჭრო ობიექტზე ინახავდა და რეალიზაციას უკეთებდა სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების ალკოჰოლურ სასმელს შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე", - აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე.

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული>>

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0