გარდაბანში ძლიერმა ქარმა მეთევზეები გაიტაცა

© Sputnik / STRINGERსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მამაკაცმა თავად დარეკა გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში და დახმარება ითხოვა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაში ორ მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მეთევზეები არიან და მათი ნავი ტბის სიღრმეში ძლიერმა ქარმა გაიტაცა. ერთ-ერთმა მათგანმა თავად დარეკა გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში და დახმარება ითხოვა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის ბრიგადები, სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

საგანგებო სიტაუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო.

ყველა ახალი ამბავი
0