იძულებითი სექსი და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები: ბოროტმოქმედს პატიმრობა შეეფარდა

© Pixabay / 4711018ხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავე მსხვერპლს სექსუალურ კავშირს აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სექსუალური ხასიათის ფოტოებისა და ვიდეოს ინტერნეტში გავრცელებით ემუქრებოდა.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
შსს: დაკავებულია დედა, რომელიც შვილებს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა – ვიდეოკადრები

სასამართლოზე დადგინდა, რომ 2017 წელს ბოროტმოქმედმა უკანონოდ ჩაიგდო ხელში მსხვერპლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა, რომელიც დაზარალებულის მეგობრებს გაუგზავნა.

დაკავებული მსხვერპლს მასთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღნიშნული ფოტოებისა და ვიდეოს ინტერნეტში გავრცელებით ან ოჯახის წევრებისთვის გაგზავნით ემუქრებოდა.

პოლიციამ ბოროტმოქმედი 2019 წლის 7 მარტს თბილისში დააკავა.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სექსუალური ხასიათის იძულებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ან პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელების მუხლებით მიმდინარეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0