სვანეთში ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება

© photo: Sputnik / Nika Latariaხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესტიის მუნიციპალიტეტში ხვალიდან ტყის ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის და ეცერის მახლობლად გაჩენილ ტყის ხანძართან ბრძოლა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, იუწყებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

© photo: Sputnik / Nika Latariaსვანეთში ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება
სვანეთში ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება - Sputnik საქართველო
სვანეთში ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ცეცხლის ქრობის პროცესში 45-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული, ხვალიდან კი ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

„მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს, აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0