მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სროლა კალიფორნიაში: დაღუპულთა შორის სამი ბავშვია

© photo: Sputnik / Filipp Kravtsov / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპულთა  შორის სამი, ხუთი და ცხრა წლის ბავშვები არიან, 11 წლის ბიჭს კი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik.  ამერიკის ქალაქ სან–დიეგოში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა, იუწყება ტელეარხი Fox News

პოლიციის ცნობით, დილით ადრე 911–ის სამსახურში ზარი მეზობლებიდან შევიდა, რომლებმაც მათ გასროლის შესახებ შეატყობინეს.

პოლიციის დანაყოფს შემთხვევის ადგილზე საწოლში მყოფი დასისხლიანებული ბავშვი, ასევე გარდაცვლილი მამაკაცი, ქალი და სამი წლის ბავშვი დახვდათ. მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალნენ ხუთი და ცხრა წლის ბავშვები. კიდევ ერთ 11 წლის ბავშვს კი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ტელეკომპანიის მონაცემებით, სახლში ქალი ოთხ შვითან ერთად ცხოვრობდა. რა ურთიერთობა ჰქონდა მას მამაკაცთან, ჯერჯერობით, უცნობია. პოლიციის აზრით, ეჭვმიტანილი დაღუპულთა შორისაა.

ყველა ახალი ამბავი
0