იარაღის არსენალი: პოლიციამ ხარაგაულში ახალგაზრდა კაცი დააკავა - ვიდეო

გამოწერა
ნივთმტკიცებად ამოღებულია: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 334 საბრძოლო ვაზნა, 2 მჭიდი და „ეფ1“-ის ტიპის ხელყუმბარა, 157 საბრძოლო ვაზნა.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 39 წლის მამაკაცი, გ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 334 საბრძოლო ვაზნა, 2 მჭიდი და „ეფ1“-ის ტიპის ხელყუმბარა.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 157 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს და უთვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0