აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე დემონსტრანტები დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილის დადება
ხელბორკილის დადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობის შესასვლელი გადაკეტეს და შიგნით არც ერთ თანამშრომელს არ უშვებდნენ.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე ოთხი დემონსტრანტი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

აქცია აჭარის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ბათუმში დღეს დილიდან მიმდინარეობს. მონაწილეებმა მთავრობის შენობის შესასვლელი გადაკეტეს და შიგნით არც ერთ თანამშრომელს არ უშვებდნენ.

დაკავებულებს შორის არის „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზიც.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
როგორ ჩაიარა ახალი საპროტესტო ტალღის პირველმა ღამემ თბილისში

ამ დროისთვის მთავრობის სახლის შესასვლელს სამართალდამცველები აკონტროლებენ.

გავრცელებული ცნობით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აჭარაში გამართული აქცია თბილისში დაწყებულ საპროტესტო ტალღას მოჰყვა, რომელიც, თავის მხრივ, პარლამენტში კონსტიტუციაში შესწორებების მიღების ჩავარდნის გამო დაიწყო. შესწორებები 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.

ყველა ახალი ამბავი
0