თურქეთიდან 70 ათას ლარამდე ღირებულების ენერგეტიკული სასმელი უკანონოდ შემოიტანეს

© Pixabay / 4711018ხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ენერგეტიკული სასმელის რეალიზაცია აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში მოახდინა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღო.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ათასობით ლარის ღირებულების უაქციზო საქონელი: სამართალდამცველებმა სამი ფაქტი გამოავლინეს

გამოძიების მიხედვით, ბრალდებული სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილ შესაბამის გადასახადებს თავს არიდებდა და სამეწარმეო საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა.

კერძოდ, 2018-2019 წლებში ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა ჯამში 66 488 ლარის ღირებულების პროდუქცია – ენერგეტიკული სასმელი და მისი რეალიზაცია აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში მოახდინა, რითიც დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0