შსს: დაკავებულია დედა, რომელიც შვილებს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა – ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Stringerქალი ხელბორკილებში
ქალი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით 35 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ბავშვების პორნოფოტოების საქმე: შსს-ს წარმომადგენელი დეტალებზე საუბრობს

უწყების ცნობით, ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს – 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

კერძოდ, ბრალდებული შვილებს ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.

„იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა", – აღნიშნულია განცხადებაში.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, ასევე ფოტოგადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება განახორციელეს, რითიც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა.

ათი ბავშვის დედა თუ მოძალადე? ზუგდიდში უკრაინის მოქალაქე დააკავეს>>

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა-2 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0