მოსამართლის ჩაქუჩი

ოჯახური ძალადობა ახმეტაში: ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა მიესაჯა

93
(განახლებულია 17:36 10.11.2019)
სასამართლომ დაკავებულო მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში  სრულად ცნო დამნაშავედ და ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, 2019 წლის 23 თებერვალს და 20 მარტს ახმეტაში, გ.მ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ.ნ.-ს.

ასევე დადგინდა, რომ გ.მ. ლ.ნ-ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. 

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 126' მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, - ნათქვამია განცხადებაში.

თელავის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულო მამაკაცი დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი 2019 წლის 25 მარტს ახმეტაში დააკავეს.

93
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1049)
პატრული

სენაკში მიტროპოლიტი საბას ოჯახი დააყაჩაღეს

120
(განახლებულია 12:27 09.08.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია მობილური ტელეფონები, გაურკვეველი რაოდენობის თანხა და სხვა ნივთები

 

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. სენაკში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბას ოჯახი დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაყაჩაღების დროს სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ.  წაღებულია მობილური ტელეფონები, გაურკვეველი რაოდენობის თანხა და სხვა ნივთები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც, ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

120
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1049)
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი

ტყიბულში მამაკაცი მოკლეს

133
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ორ ადამიანს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაღუპული მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა ქალაქის ცენტრში გუშინ ღამით მოხდა.

დაღუპული მამაკაცი თერჯოლაში ცხოვრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.  

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

133
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1049)
ჭავჭავაძეების სასახლე წინანდალში

წინანდალში კლასიკური მუსიკის ფესტივალი მაინც გაიმართება

0
(განახლებულია 19:26 09.08.2020)
პანდემიის გამო ორგანიზატორებმა ფესტივალი 2021 წლისთვის გადადეს. ახლა კი, ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალი მაინც გაიმართება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. კლასიკური მუსიკის ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი Tsinandali Festival 17–20 სექტემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

უფრო ადრე ორგანიზატორებმა კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი 2021 წლისთვის გადადეს, თუმცა ახლა, ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით, ღონისძიება გაიმართება.

ოთხი დღის განმავლობაში ფესტივალზე მსმენელის წინაშე წარდგებიან არგენტინელი პიანისტი მარტა არგერიხი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, ქართული სიმფონიური ორკესტრი, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და სხვა მუსიკოსები.

წინანდლის ფესტივალი სახელმწიფო და კერძო სექტორის – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია Silk Road Group-ის ერთობლივი ინიციატივაა. მემორანდუმი მათი თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის იანვარში გაფორმდა.

Tsinandali Festival-ის დამფუძნებლები გახდნენ შვეიცარიის ვერბიეში (Verbier) ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრემი, მისი თანამოაზრე, ისრაელის ფილარმონიის ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი და ქართველი ბიზნესმენი და ფილანტროპი გიორგი რამიშვილი.

ფესტივალის გენერალური დირექტორია ცნობილი რეჟისორი დავით საყვარელიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – ჯანანდრეა ნოზედა.

ფესტივალის ჩასატარებლად წინანდალში 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზი, 60-ნომრიანი სასტუმრო, ღია ამფითეატრი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზები და მულტიფუნქციური სივრცეები აშენდა. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა საერთაშორისო მუსიკალური აკადემია, რომელთანაც ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ორკესტრი 60 მუსიკოსის შემადგენლობით.

0
თემები:
საქართველო და კულტურა