საპროტესტო აქცია კინოთეატრ „ამირანთან“

სასამართლო კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებულთა საქმეებს იხილავს

65
პარასკევს, საპროტესტო აქციაზე კინოთეატრ „ამირანთან“ ერთ პირს ჯარიმა დაეკისრა, ათი დაკავებულის საქმის განხილვა კი გადაიდო

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთაგან ერთ პირს მერაბ ჭიკაიძეს 500-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბათუმის კინოთეატრ „აპოლოსთან“ დაკავებული ერთ-ერთი პირი 1000 ლარით დააჯარიმდა >>

8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ყველა კინოჩვენება დაგეგმილ დროს დაიწყო. თუმცა, თბილისში კინოთეატრ „ამირანის“ და „თბილისი გალერის“ ტერიტორიაზე კინოთეატრ „კავეას“, ხოლო ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ასობით მოქალაქე შეიკრიბა, რომელთა მონაწილეობით რამდენიმე ინციდენტი მოხდა. კინოთეატრებთან გვიან ღამემდე პოლიციის გაძლიერებული ძალები იყო მობილიზებული.

ჭიკაიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო.

„მშვიდობიან პროტესტს ვაცხადებდი და არა ძალადობრივს. ვადასტურებ, შევიგინე, ოღონდ არა პოლიციის მიმართ, აღელვებული ვიყავი, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ჭიკაიძემ.

დღესვე სასამართლომ განიხილა აქციაზე დაკავებული კიდევ რვა პირის საქმე, თუმცა მათი პროცესი 11 ნოემბრამდე გადაიდო.

დარბაზიდან გასვლამდე მოსამართლე ლეილა გოგიშვილმა ბრალდებულებს მიმართა და მოუწოდა: „აქციაზე საჩხუბრად არ წავიდნენ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული „ქართული მარშის“ ორი წევრის პროცესიც გადაიდო.

საუბარია ადმინისტრაციული წესით დაკავებული გუშინდელი აქციის ორი მონაწილის, ირაკლი ხომასურიძის და ლაშა კობალაძის საქმეზე.

ლევან აკინი: ამაყი ვარ, რომ არცერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია... >>

მათ სამართალდამცავი უწყება პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება. დაკავებულების ადვოკატი და ორგანიზაცია „ქართული მარშის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მხრიდან რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისსა და ბათუმში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში.

65
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1050)
სვანეთი

კორონავირუსის ახალი კერა სვანეთში: რა მოხდა სოფელ ლენჯერში

52
(განახლებულია 11:38 10.08.2020)
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები დილიდან მუშაობენ სვანეთის რეგიონში მომხდარი შემთხვებისა და მათი კონტაქტების დადგენის მიზნით

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა განცხადა.

„რეგიონში გვაქვს კორონავირუსუიის ახალი შემთხვევა. იკვეთება მესტიის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახი, რიომელსაც ყავდა სტუმარი და სავარაუდოდ ვირუსი გადედოთ მათგან. ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებს. საუბარია სულ 17 დადატურებულ შემთხვევაზე. აქედან მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7 მათგანი. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისის და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში. ნაწილის გადმოყვანა ხდება ახლა და მოთავსდებიან როგორც ზუგდიდის ასევე, სხვა კლინიკებში. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევები. დაავადებათა კონტროლის 5 ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და მოხდება ყველა მცხოვრებისგან ბიოლოგიური მასალის აღება,"- განაცხადა ვიბლიანმა.

როგორც სააგენტოს კორესპონდენტი იტყობინება, საუბარია ზემო სვანეთში, მესტიის მუნიცეპალიტეტის სოფელ ლენჯერზე და ამ დროისათვის სოფელი არ არის იზოლირებული, რადგან ეპიდემიოლოგები ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 1250 ადამიანია. ბოლო დღე–ღამეში ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა – გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარდაიცვალა – 17.

 

ნიკა ლატარია

52
რკინიგზა

სამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

60
(განახლებულია 09:45 10.08.2020)
გამოძიება მიმდინარეობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სამტრედიაში კვირას, საღამოს მატარებელი მამაკაცს დაეჯახა.

პირველი არხის ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ–ის მუხლით, რომელიც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

60
თემები:
შემთხვევები საქართველოში
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 12 აგვისტოს

0
(განახლებულია 10:15 10.08.2020)
დედაქალაქში ოთხშაბათს ძირითადად მზიანი ამინდი იქნება, მაგრამ მოსალოდნელია წვიმაც. დღისით ჰაერი 32 გრადუსამდე მოიმატებს

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ოთხშაბათს, 12 აგვისტოს უპირატესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +22, ხოლო დღისით +32 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:06 საათზე ამოვა და 20:04 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში