საპატრულო პოლიცია

ქართველ დეპუტატს ავტომობილი დაეჯახა

152
მედიკოსებმა საკრებულოს დეპუტატს დახმარება დროულად აღმოუჩინეს, ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. სოფელ საკობიანოში ავტომობილი დაეჯახა ახმეტის საკრებულოს დეპუტატ ელიზბარ ბორჩაშვილს, იუწყება პირველი არხი.

მოსკოვის გამზირზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა >>

ტელეარხის მონაცემებით, ავტომობილი ბორჩაშვილს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის თანასოფლელებთან ერთად პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან ბრუნდებოდა, სადაც ქუშანაშვილების სახლში ხანძარი გაჩნდა.

დაშავებული თელავის კლინიკაში გადაიყვანეს, ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მძღოლის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე პუნქტით („სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია“), რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

152
თემები:
შემთხვევები საქართველოში (943)