დავით სუბელიანი და ანა სუბელიანი

„ამირანთან“ ანა სუბელიანს თავს დაესხნენ დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს ფოტოები

712
(განახლებულია 21:14 08.11.2019)
მიუხედავად იმისა, რომ კინოთეატრ „ამირანთან“ საპატრულო პოლიციასთან ერთად სპეცრაზმი იყო მობილიზებული, შეხლა-შემოხლაში რამდენიმე ადამიანი მაინც დაშავდა.

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. კინოთეატრ „ამირანთან“ დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი და ტელეწამყვანი ანა სუბელიანი დაშავდა.

სუბელიანის ფოტოებს „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს. ანა სუბელიანი იმ დროს დაშავდა, როდესაც კინოთეატრთან რადიკალური ჯგუფების აქტივისტები სამართალდამცველებს და მასმედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე თავად ანამაც გაავრცელა ინფორმაცია მის დაშავებასთან დაკავშირებით.

პოლიციამ ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე მიიყვანა და ჰომოფობიურ ჯგუფებს განარიდა. ამ წუთებში კინოთეატრ „ამირანთან“ რიგით პოლიციელებთან ერთად სპეცრაზმია მობილიზებული. პოლიცია იქ შეკრებილებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდებს. სამართალდამცველების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კანონის გათვალისწინებით იმოქმედებენ. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე ისროლეს პიროტექნიკაც.

ქართველი გეი-წყვილის სიყვარულზე გადაღებული ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა.

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. ფილმის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში დღეს იმართება.

712