შავ ზღვაში ფეკალური მასების ჩაღვრისთვის თურქული გემი დააჯარიმეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსანაპირო დაცვა
სანაპირო დაცვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გემის კაპიტანი ვალდებულია გადაიხადოს 65 ათასი ლარის ჯარიმა და გარემოს დაბინძურებით მიყენებული ზარალიც აანაზღაუროს.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ფოთში თურქეთის დროშით მცურავი გემი ფეკალური მასების ზღვაში ჩაღვრისთვის დააჯარიმეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა. ის ასევე ვალდებული იქნება გარემოსთვის მიყენებული ზარალის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 5 ათასი ლარი გადაიხადოს.

გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვება მხოლოდ ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0