პოლიციის ლენტა

კახეთში გაზგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

72
(განახლებულია 16:15 08.11.2019)
თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე ბუნებრივი აირის გასამართ სადგურზე „ოპელის“ მარკის ავტომობილი აფეთქდა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა თელავში გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ალაზნის გამზირზე დღეს მოხდა. გაზგასამართ სადგურზე „ოპელის“ მარკის ავტომობილი აფეთქდა.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია, მეხანძრე-მაშველთა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

72