შემთხვევის ადგილი

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან 30 წლამდე ასაკის მუშა გადმოვარდა

89
(განახლებულია 18:50 07.11.2019)
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობდა შენობის სამღებრო სამუშაოები, რა დროსაც ბაგირი გაწყდა და მამაკაცი გადმოვარდა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 30 წლამდე ასაკის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

შემთხვევა ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადის სამღებრო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ბაგირი გაწყდა და მამაკაცი გადმოვარდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

89
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1437)
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

248
კორონავირუსი მამაკაცს 9 მაისს დაუდგინდა და ის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა მამარდაშვილის თქმით, გარდაცვლილი პაციენტი იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მკვიდრი, რომელიც დღემდე კარანტინზეა ჩაკეტილი.

„გიდასტურებთ, გარდაიცვალა ერთი პაციენტი სოფელ მუშევანიდან. მამაკაცი მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მამაკაცი დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გარდაცვლილ მამაკაცს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

„სამწუხაროდ, დღეს გვაქვს გარდაცვალების მეცამეტე შემთხვევა. გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს. სამწუხაროდ, ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

დღეს დილით კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 796-ს შეადგენდა. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, 13 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა. ახლა ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

248
თემები:
COVID-19 საქართველოში
პოლიცია შემთხვევის ადგილზე

თბილისში დედამ ჩვილი სავარაუდოდ ფანჯრიდან გადააგდო - დაწყებულია გამოძიება

3242
(განახლებულია 22:43 02.06.2020)
შემთხვევა თბილისში, გლდანულაში დღეს მოხდა. ჩვილის ცხედარი მეზობლებმა ნახეს და პოლიცია გამოიძახეს.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. თბილისის ერთ-ერთ უბანში, საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გლდანულაში დღეს მოხდა. ჩვილის ცხედარი მეზობლებმა ნახეს და პოლიცია გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა დედამ ახალშობილი სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადააგდო.

ჯერჯერობით უცნობია, ამ დროისთვის დაკავებულია თუ არა ვინმე. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოკლული ჩვილის დედა არასრულწლოვანია და ის სამართალდამცველებმა მომხდარის შემდეგ მალევე დააკავეს.

მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

3242
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ნიკოლოზ წულუკიძე

ნიკოლოზ წულუკიძე მამა გახდება - როგორ გამოიყურება მისი ფეხმძიმე მეუღლე?

0
(განახლებულია 16:58 03.06.2020)
ტელეწამყვანის ოჯახში მატებაა. ყველასათვის ცნობილ ტელესახეს სულ რამდენიმე თვეში პატარა სიხარული გაუჩნდება. ნიკოლოზ წულუკიძე მამა მეორედ გახდება. როგორ გამოიყურება მისი ფეხმძიმე მეუღლე?

ერთ-ერთი გამორჩეული ტელეწამყვანი ქალიშვილის იუბულეზე სასიხარულო ამბავი გაასაჯაროვა. სესილი წულუკიძეს 6 წელი შეუსრულდა. ნიკოლოზმა გოგონას იზოლაციის პირობებში გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა. ვარდისფერ ფერებში მოწყობილი ეზო და ულამაზეს კაბაში გამოწყობილი გოგონა ბედნიერებას ასხივებს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზი ქართული ტელესივრცისთვის  უპრეცედენტო გადაცემის წამყვანობას შეუდგა, შვილის დაბადების დღეზე დასწრება მოახერხა. „ავტოგრაფი“ ტელეეკრანებზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ცნობილ ქართველებზე გადაღებულმა გადაცემამ ნიკოლოზის მიერ გადმოცემული აქამდე უცნობი ისტორიების დამსახურებით მაღალი რეიტინგი აქვს.

ნიკოლოზ წულუკიძის ცხოვრებაში წარმატება დიდი შრომის შედეგად მოვიდა. თეატრმცოდნე ლეგენდარული  მსახიობების, მწერლების, პოეტებისა თუ საზოგადო მოღვაწეების საღამოებს ისე უძღვება, რომ დარბაზი მისი მოსმენითაა მონუსხული. მოგეხსენებათ, ნიკოლოზ წულუკიძე რამდენიმე გადაცემის წამყვანობას სხვადასხვა თემატიკით ახერხებს. თეატრმცოდნის ინტელექტსა და გაწონასწორებულ საუბრის მანერაზე საუბარი ზედმეტია. საკუთარი იმიჯი კეთილგანწყობით, სკანდალების გარეშე და შრომით შექმნა.

პოზიტიური, თბილი და ყველასათვის საყვარელი ნიკოლოზ წულუკიძე დადებით ემოციებთან და განსაკუთრებულ იუმორის გრძნობასთან ასოცირდება. „იმედის“ წამყვანი და თეატრმცოდნე შემეცნებითი სიუჟეტებით ანებივრებს მაყურებელს. ბევრს მოგზაურობს, როგორც გადამღებ ჯგუფთან, ასევე ოჯახთან ერთად. თუმცა, პანდემიის გამო, ის სახლში მაინც არ იმყოფება. უამრავი ქართველი ვარსკვლავი სამსახურს დროებით დაემშვიდობა, მაგრამ ეს ნიკოლოზ წულუკიძეს არ ეხება. ქალიშვილის დაბადების დღე ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად აღნიშნა. „სესილიას იზოლირებული დაბადების დღე“,- დაწერა ნიკოლოზმა ოფიციალურ გვერდზე.

სესილი წულუკიძის 6 წლის იუბილეზე ფეხმძიმე დედის წამოზრდილი მუცელი კარგად ჩანს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვის ელოდება წყვილი, მაგრამ ნიკოლოზის განსაკუთრებული მზრუნველობა ფოტოებზეც კი კარგად აისახა. როდესაც სესილი 3 წლის იყო, ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მამობამ ძალიან შეცვალა. მისთვის ყველაზე პრიორიტეტული შვილია. ახლა კი, შვილები.

ნიკოლოზ წულუკიძემ ოჯახი წლების წინ შექმნა. მისი რჩეული თეკლა კოსტავა გახდა. წყვილი 2013 წელს დაოჯახდა. მათ ქორწილს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. თეკლას საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ნიკას ინტერვიუების მიხედვით, მისი მეუღლე ბანკში მუშაობს და საჯაროდ, ტელეეკრანებზე გამოჩენა არ ხიბლავს. ამიტომ ნიკა დაოჯახების ამბავს დიდი ხნის მანძილზე საჯაროდ არ განიხილავდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება