ეკლესიიდან განკვეთილი ქრისტეფორე წამალაიძის შვილი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპისკოპოს იასონის (წამალაიძე) გარდაცვალების ფაქტს, რომელიც საბერძნეთში მოღვაწეობდა, პოლიცია „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით იძიებს.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ეკლესიიდან განკვეთილი ქრისტეფორე წამალაიძის შვილი, ეპისკოპოსი იასონი (წამალაიძე), რომელიც მღვდელმსახურებას საბერძენთის ეკლესიაში ეწეოდა, თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".

ამ დროისთვის ექსპერტიზა ტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
საეკლესიო სკანდალი – საქართველოს ომბუდსმენი გამოძიებას მოითხოვს

იასონ წამალაიძე ყოფილი ეპისკოპოსის ქრისტეფორე წამალაიძის შვილია, რომელიც 1995 წელს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთეს და წმინდა სინოდიდან გარიცხეს. მიზეზი სინოდის წევრებთან უთანხმოება გახდა.

საქართველოში ქრისტეფორე წამალაიძე ზუსტად ამ დღეებში გაიხსენეს – საეკლესიო სკანდალის ფონზე. გავრცელებული ინფორმაციით, 1988 წელს სასულიერო სემინარიის სტუდენტმა კახა კალაძემ სწორედ მას გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იგი სემინარიის რექტორის ზოსიმეს მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. დღეს ზოსიმე წილკანისა და დუშეთის ეპისკოპოსია.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ორშაბათს მღვდელმა გიორგი სხილაძემ გაავრცელა 1988 წელს დაწერილი განცხადება სტუდენტების მოთხოვნით ზოსიმეს რექტორობიდან გადაყენების შესახებ. სამშაბათს მასმედიაში გავრცელდა წამალაიძისადმი კალაძის მიერ მიწერილი წერილი, სადაც ძალადობის ფაქტი დეტალურად არის აღწერილი.

სხილაძის საქციელმა კალაძის უკმაყოფილება გამოწვია, რადგანაც მან განცხადება კალაძესთან შეუთანხმებლად გააკეთა. სემინარიის ყოფილმა სტუდენტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს უცხოეთიდან წერილობითი კომენტარი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, იგი არ აპირებს „ბინძურ თამაშებში" ჩარევას.

ყველა ახალი ამბავი
0