საპატრულო პოლიცია

სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე ცოლზე ფსიქოლოგიურ ძალადობას უარყოფს

120
საქართველოს პარლამენტის დეპუტატ სოფიო კილაძის ყოფილი მეუღლე ავთანდილ ხარაძე აცხადებს, რომ ქალი მათი შვილით მანიპულირებს

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ არათუ არ ძალადობდა ცოლზე ფსიქოლოგიურად, არამედ ეხმარებოდა მას, იუწყება ტელეკომპანია Imedi სააგენტო Interpressnews-ზე დაყრდნობით.

დეპუტატი სოფო კილაძე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა >>

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის პრობლემები არსებობდა და ხარაძეს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, სოციალურ ქსელში გავრცელდა. მასმედიასთან საუბრისას კილაძემ დაადასტურა, რომ მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა, მაგრამ უარყო ინფორმაცია ფიზიკური ძალადობის შესახებ.

„ექვსი წლის მანძილზე მაქსიმალურად გვერდში ვედექი... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ფსიქოლოგიურ, არც ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ხარაძემ.

მისი თქმით, უთანხმოება ცოლ-ქმარს შორის უკავშირდება მათ ხუთი წლის შვილს. ხარაძის მტკიცებით, კილაძე ბავშვით მანიპულირებს და მას მამასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს. მისი თქმით, მას სურდა ბავშვის წაყვანა ბებიასთან და ბაბუასთან ქუთაისში, რაზეც უარი მიიღო.

 „მივედი იმავე პოლიციაში, სადაც შემაკავებელი ორდერი გამომიწერეს. დავწერე განცხადება, რომ 24 საათით მიმყავდა შვილი ქუთაისში... შაბათს წამოვიყვანე და კვირას დავაბრუნე. შემდეგ კი ტელეეთერებით ეს განცხადებები გაკეთდა სოფოს მხრიდან“, - ამბობს ხარაძე.

120
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1436)
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

246
კორონავირუსი მამაკაცს 9 მაისს დაუდგინდა და ის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა მამარდაშვილის თქმით, გარდაცვლილი პაციენტი იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მკვიდრი, რომელიც დღემდე კარანტინზეა ჩაკეტილი.

„გიდასტურებთ, გარდაიცვალა ერთი პაციენტი სოფელ მუშევანიდან. მამაკაცი მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მამაკაცი დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გარდაცვლილ მამაკაცს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

„სამწუხაროდ, დღეს გვაქვს გარდაცვალების მეცამეტე შემთხვევა. გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს. სამწუხაროდ, ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

დღეს დილით კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 796-ს შეადგენდა. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, 13 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა. ახლა ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

246
თემები:
COVID-19 საქართველოში
პოლიცია შემთხვევის ადგილზე

თბილისში დედამ ჩვილი სავარაუდოდ ფანჯრიდან გადააგდო - დაწყებულია გამოძიება

3086
(განახლებულია 22:43 02.06.2020)
შემთხვევა თბილისში, გლდანულაში დღეს მოხდა. ჩვილის ცხედარი მეზობლებმა ნახეს და პოლიცია გამოიძახეს.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. თბილისის ერთ-ერთ უბანში, საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გლდანულაში დღეს მოხდა. ჩვილის ცხედარი მეზობლებმა ნახეს და პოლიცია გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა დედამ ახალშობილი სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადააგდო.

ჯერჯერობით უცნობია, ამ დროისთვის დაკავებულია თუ არა ვინმე. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოკლული ჩვილის დედა არასრულწლოვანია და ის სამართალდამცველებმა მომხდარის შემდეგ მალევე დააკავეს.

მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

3086
თემები:
კრიმინალი საქართველოში
სოფო ბედია

„დავიღალე...არ ვამაყობ სოფო ბედიას ქმრის სტატუსით - მიშა მესხის სკანდალური განცხადება

0
(განახლებულია 14:30 03.06.2020)
მიშა მესხმა აღიარა, რომ ის, რომ მუდამ ცნობილი მომღერლის მეუღლის სტატუსით მოიხსენიებენ, მისთვის ძალიან დამღლელია

მომღერალ სოფო ბედიას მეუღლე მიშა მესხი ამბობს, რომ დაიღალა იმ ბულინგით, რასაც საზოგადოება მის მიმართ გამოხატავს. როგორც გადაცემა „სიცრუის დეტექტივში“ მიშა მესხმა აღნიშნა, „შუტკა“,  - სოფო ბედიას ქმარი მოძველებულია და დროა ხალხმა სხვა რამეზე იხუმროს“.

მიშა მიესხის თქმით, ვინც ამაზე კიდევ ხუმრობს, მეტი იუმორი უბრალოდ აღარ აქვთ. მისი თქმით, ძალიან ცუდად გრძნობდა ასევე თავს, როდესაც ცნობილი ვიდეოკლიპის გამო სოციალურ ქსელებში მას და მის ოჯახს აკრიტიკებდნენ.

სოფო ბედიასთვის მიშა მესხი მეორე მეუღლეა. წყვილს შვილი 2018 წლის დეკემბერში შეეძინა. ბედნიერმა წყვილმა ვაჟს ანდრია დაარქვა. პირველი ქორწინებიდან სოფო ბედიას ასევე ვაჟი ჰყავს.

„ბავშვს დამოუკიდებლად ვზრდით. მიშასთვის ეს პირველი შვილია და კი ვიცოდი, კარგი მამა რომ იქნებოდა, მაგრამ ამასაც არ ველოდი. ხელიდან ვერ წაართმევ ბავშვს. აჭმევს, ღამეებს უთენებს, მალე ალბათ გამოუცვლის კიდეც. ჩემი დედამთილი გადმოვიდა ჩვენთან და ძალიან გვეხმარება ანდრიას აღზრდაში“, – ამბობს სოფო ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველგან ერთად ჩნდება და ძალიან ბედნიერ წყვილად ითვლება.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება