სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა

ჩხუბი ქუთაისის სკოლაში: მეხუთეკლასელი გოგონა საავადმყოფოში მოხვდა

2337
(განახლებულია 21:58 06.11.2019)
პირველადი ინფორმაციით, მოზარდები ერთმანეთს სკოლის დერეფანში ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი გოგონა კიბიდან დაგორდა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ მეხუთეკლასელი გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს, იუწყება Rustavi 2.

მოზარდებს შორის ინცინდენტი გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდები ერთმანეთს სკოლის დერეფანში ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი გოგონა კიბიდან დაგორდა.

ფაქტს მანდატურებიც შეესწრნენ, რომლებმაც სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. 10 წლის ბავშვს დაზიანებები აქვს მიღებული.

სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის განცხადებით, მოსწავლეები უბრალოდ ერთმანეთს შეეჯახნენ.

„შემთხვევა გუშინ მოხდა. ორი მეხუთეკლასელი გოგო ერთმანეთს კიბეზე შეეჯახა. ერთ-ერთი წაიქცა და ის გადავიყვანეთ საავადმყოფოში, არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და მალევე გაწერეს. დავიბარეთ მშობლები. მანდატურის სამსახური მოიკვლევს, იყო რაიმე მიზეზი თუ უფრო შემთხვევითობაა", – განაცხადა ჯიშკარიანმა.

ზოგიერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონებმა ბიჭის გამო იჩხუბეს.

2337
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1436)
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

113
კორონავირუსი მამაკაცს 9 მაისს დაუდგინდა და ის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა მამარდაშვილის თქმით, გარდაცვლილი პაციენტი იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მკვიდრი, რომელიც დღემდე კარანტინზეა ჩაკეტილი.

„გიდასტურებთ, გარდაიცვალა ერთი პაციენტი სოფელ მუშევანიდან. მამაკაცი მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მამაკაცი დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გარდაცვლილ მამაკაცს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

„სამწუხაროდ, დღეს გვაქვს გარდაცვალების მეცამეტე შემთხვევა. გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს. სამწუხაროდ, ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

დღეს დილით კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 796-ს შეადგენდა. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, 13 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა. ახლა ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

113
თემები:
COVID-19 საქართველოში
პოლიცია შემთხვევის ადგილზე

თბილისში დედამ ჩვილი სავარაუდოდ ფანჯრიდან გადააგდო - დაწყებულია გამოძიება

1639
(განახლებულია 22:43 02.06.2020)
შემთხვევა თბილისში, გლდანულაში დღეს მოხდა. ჩვილის ცხედარი მეზობლებმა ნახეს და პოლიცია გამოიძახეს.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. თბილისის ერთ-ერთ უბანში, საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გლდანულაში დღეს მოხდა. ჩვილის ცხედარი მეზობლებმა ნახეს და პოლიცია გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა დედამ ახალშობილი სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადააგდო.

ჯერჯერობით უცნობია, ამ დროისთვის დაკავებულია თუ არა ვინმე. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოკლული ჩვილის დედა არასრულწლოვანია და ის სამართალდამცველებმა მომხდარის შემდეგ მალევე დააკავეს.

მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

1639
თემები:
კრიმინალი საქართველოში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო უწყება:ჟურნალისტები არ უნდა გახდნენ აშშ-ის პოლიციის თავგასულობის ობიექტები

0
მედიის წარმომადგენლის მიმართ აღმაშფოთებელ და კანონსაწინააღმდეგო სისასტიკეს ადგილი ჰქონდა თეთრი სახლის კედლებთან, განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. ვაშინგტონში თეთრი სახლის კედლებთან საპროტესტო აქციის გაშუქებისას Sputnik-ის პროდიუსერის, ნიკოლ რუსელის მიმართ პოლიციის განზრახ სასტიკ მოპყრობას მოსკოვი განიხილავს როგორც არამეგობრულ ნაბიჯს აშშ-ის მხრიდან და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ვალდებულებების აღმაშფოთებელ დარღვევას, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ორშაბათს, 1 ივნისს, Sputnik-ის პროდიუსერი ნიკოლ რუსელი დაშავდა თეთრ სახლთან პროტესტების გაშუქებისას, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა არაერთხელ გაიმეორა, რომ პრესის წარმომადგენელია და ეკეთა პრეს-ბარათი, პოლიციელებმა მას რეზინის ტყვიები ესროლეს.

„აღშფოთებული ვართ დაუსრულებელი ძალადობით, რომელსაც იყენებენ ამერიკელი სამართალდამცველები საერთაშორისო პრესის, მათ შორის რუსულის მიმართ, რომელიც აშშ-ში საპროტესტო აქციებს აშუქებს. განზრახ სასტიკ მიპყრობას, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივნისს განხორციელდა საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროდიუსერის, ნიკოლ რუსელის მიმართ, ვაფასებთ როგორც არამეგობრულ ნაბიჯს აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან და მათი მხრიდან ჟურნალისტების უსაფრთხოების და მათი შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებების აღმაშფოთებელ დარღვევას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ კორესპონდენტმა წარადგინა პრეს-ბარათი და არაერთხელ განამარტა, რომ მედიის წარმომადგენელია, მას ესროლეს რეზინის ტყვიები, ასევე დემონსტრანტების დასაშლელად არსებული სპეციალური ხელყუმბარა. შედეგად Sputnik-ის პროდიუსერმა მიიღო მრავალრიცხოვანი ტრავმები, მათ შორის ცეცხლსასროლი ჭრილობა. თუმცა ამაზე ამერიკელი „მართლწესრიგის მსახურები“ არ შეჩერდნენ: ერთ-ერთმა პოლიციელმა ის წააქცია და ფეხებით გადათელა“, - ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

ნგრევა, არეულობა და მასობრივი პროტესტი: რა ხდება აშშ-ში – ფოტო >>

სამინისტროში აღნიშნეს, რომ „პარადოქსულია, მაგრამ ამ აღმაშფოთებელ და უკანონო სისასტიკეს მედიის წარმომადგენლის მიმართ, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების გარანტია, ადგილი ჰქონდა თეთრი სახლის კედლებთან, რომელიც ამერიკას როგორც დემოკრატიის ეტალონს პოზიციონირებს“.

0
თემები:
მსოფლიო დღეს