საკანი

64 გრამამდე „ჰეროინი": ნარკორეალიზატორს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

67
(განახლებულია 19:44 06.11.2019)
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე აღიძრა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობაში ბრალდებულ პირს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმში მიმდინარე წლის 24 მაისს დააკავეს, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 64 გრამამდე ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი", საიდანაც დაახლოებით 5 გრამი გაყიდვის მიზნით ბათუმის სხვადასხვა უბნებში ჰქონდა გადამალული, თუმცა სამართალდამცველებმა მას ნარკოტიკის რეალიზაციის საშუალება არ მისცეს.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობდა.

67
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (108)
მდინარე

ოზურგეთში ექვსი წლის ბავშვი დაიხრჩო

72
(განახლებულია 23:35 30.05.2020)
ბიჭის ახლობლები და ნათესავები მას მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. საღამოს ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მდინარეში ექვსი წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის მონაცემებით, ბავშვი დილიდან არ ჩანდა და ახლობლები და ნათესავები მას მთელი დღე ეძებდნენ. საღამოს ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სტანდარტულად სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექსპერტიზის შემდეგ საქმის გადაკვალიფიცირება შეიძლება მოხდეს.

72
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიციის ლენტი

სისხლიანი გარჩევა თბილისში: პოლიციამ ორი პირი დააკავა

100
თბილისში ქუჩური გარჩევის დროს ბოროტმოქმედებმა ცივი იარაღი და ხელკეტები გამოიყენეს. ეჭვმიტანილები დააკავეს

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ წერეთლის გამზირზე პარასკევს საღამოს ბრალდებულებმა ცივი იარაღით დაჭრეს ერთი პირი, ხოლო მეორეს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენეს.

დაშავებულების გადარჩენა მოხერხდა: ერთი კლინიკაში გადაიყვანეს, მეორეს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

სამართალდამცველებმა იმ ავტომობილის ჩხრეკისას, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი ხელკეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებულებს 9-დან 13 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

100
თემები:
კრიმინალი საქართველოში
გაფოთლილი ხეები

31 მაისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 18:47 30.05.2020)
გაეცანით 31 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 მაისი

21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.

21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.

31 მაისს დაბადებულები

31 მაისს, როგორ წესი, ორბუნებოვანი ადამიანები იბადებიან. თავიანთი ორიგინალური აზროვნების გამო ისინი ინტერესს იჩენენ ყოველივე ახლის მიმართ, აინტერესებთ ტექნიკური პროგრესი, გამოგონებები. ახასიათებთ ხასიათის ხშირი ცვლა. თუ ერთ წუთში კომუნიკაბელური, მხიარული და კეთილი არიან, მეორე წუთში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, შეუძლიათ გახდნენ გაღიზიანებული, პირქუში და გაბოროტებული.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

31 მაისს დაბადებულები, უმეტეს შემთხვევებში, გარშემომყოფებზე გულდახურული და ცივი პიროვნებების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს სულ ასე არაა - ისინი ბევრად უფრო თბილი ადამიანები არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - გარკვეულწილად კეთილი, კეთილშობილი და შეიძლება ითქვას, სენტიმენტალურიც კი. ეს მათი ნიღაბია, რომლის უკან მგრძნობიარე ნატურა იმალება. ამ დღეს დაბადებულებს პირდაპირობა ურჩევნიათ და არ უყვართ წვრილმანებზე „დახურდავება“. ისინი საკმაოდ ქმედითნი არიან, ყურადღებას აქცევენ ბევრ რამეს, უმნიშვნელოსაც კი.

ამ დღეს დაბადებულებს დიდი გონებრივი და ფიზიკური ენერგია აქვთ. აინტერესებთ თვითგამოხატვის უჩვეულო ფორმები. თუ რაიმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, მათი გადარწმუნება უკვე შეუძლებელია. ერთადერთი საშუალებაა მათი სენტიმენტალობის გამოღვიძება ან ღირსებასა და პატიოსნების პრინციპებზე დაფუძნებული დასკვნების გამოყენება. ეს ადამიანები მძაფრად იცავენ საკუთარ შინაგან სამყაროს და იქ შეღწევის უფლებას არავის აძლევენ. როდესაც ახალი იდეა უჩნდებათ, მთელი ძალებით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ამ დროს ისინი თავდაჯერებული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება მარცხის შიში იყოს. ასევე, ადვილად შეუძლიათ უსიამოვნებების მალე დავიწყება.

ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით>>

31 მაისს დაბადებულები საკმაოდ სპონტანური და ქაოტური ადამიანები არიან, რომელთაც უმოკლეს ვადებში ახალ ვითარებებთან შეგუების შესანიშნავი უნარი აქვთ. ხანდახან ცდილობენ ებრძოლონ თავიანთ არაორგანიზებულობას და ცხოვრებაში ხელოვნური წესრიგი-განრიგი შეამოაქვთ. ამ ადამიანებს უყვართ მუდამ მოძრაობაში ყოფნა - ახალი პროექტების დაწყება, რაღაცის გარემონტება, ვითარების შეცვლა. არიან შესანიშნავი ოსტატები ტექნიკის სფეროში. თუ დაბადებიდან რამდენიმე ნიჭი დაჰყვებათ, ერთი სფერო უნდა აირჩიონ და მაშინ საოცარი წარმატებების მიღწევის შანსი აქვთ.

ჯანმრთელობა

31 მაისს დაბადებულებს იმედგაცრუებებთან გამკლავება უჭირთ, ამიტომ ხშირად რეალობიდან გაქცევას ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის საშუალებით ცდილობენ. მათ მეტად რეალური შეხედულებები უნდა ჩამოაყალიბონ ცხოვრებაზე და შეისწავლონ საკუთარი შინაგანი სამყარო, იაქტიურონ ფიზიკურად და ყურადღება მიაქციონ კვების რეჟიმს. უნდა დაიმახსოვრონ, რომ კვებისგან სიამოვნების მიღებაც შეიძლება.

რჩევა:

თამამად შეხედეთ საკუთარ ემოციურ პრობლემებს. შეძლებისდაგვარად ეცადეთ, იპოვოთ შთაგონების წყარო, თავიდან აირიდოთ უსარგებლო დავა და ჩხუბი, რომლებიც, უბრალოდ, ძალებს გართმევთ.

0