„აკრძალეთ კაზინოები!" – ბათუმში 23 წლის ახალგაზრდამ თვითმკვლელობამდე პოსტი გამოაქვეყნა

© Pixabay / meineresterampe / სამორინე
სამორინე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდამ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კაზინოების აკრძალვას ითხოვდა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, აზარტული თამაშების მსხვერპლია, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

სანდრო ბერაძის ცხოვნის ვიდეო - Sputnik საქართველო
„პირველი არხის“ გარდაცვლილ ოპერატორს ემოციური ვიდეო მიუძღვნეს

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ გარდაცვალებამდე 6 საათით ადრე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით... პირველ რიგში ყველასთან ბოდიში ოჯახთან და მეგობრებთან", – ნათქვამია პოსტში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორი, 29 წლის სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის დედა და მეგობრები თვითმკვლელობას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უკავშირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0