მეხანძრე

ბაგებში მდებარე „ახალ სკოლაში" აფეთქება მოხდა

217
(განახლებულია 15:50 06.11.2019)
ინციდენტის დროს სკოლაში მასწავლებლები და მოსწავლეები იმყოფებოდნენ, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე „ახალ სკოლაში" ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, კერძო სკოლაში, სავარაუდოდ, გათბობის საქვაბე აფეთქდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი სკოლის დამხმარე ნაგებობაში გაჩნდა, სადაც საქვაბე იყო განთავსებული.

ინციდენტის დროს სკოლაში მასწავლებლები და მოსწავლეები იმყოფებოდნენ, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

217
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1436)
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

242
კორონავირუსი მამაკაცს 9 მაისს დაუდგინდა და ის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა მამარდაშვილის თქმით, გარდაცვლილი პაციენტი იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მკვიდრი, რომელიც დღემდე კარანტინზეა ჩაკეტილი.

„გიდასტურებთ, გარდაიცვალა ერთი პაციენტი სოფელ მუშევანიდან. მამაკაცი მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მამაკაცი დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გარდაცვლილ მამაკაცს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

„სამწუხაროდ, დღეს გვაქვს გარდაცვალების მეცამეტე შემთხვევა. გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს. სამწუხაროდ, ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

დღეს დილით კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 796-ს შეადგენდა. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, 13 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა. ახლა ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

242
თემები:
COVID-19 საქართველოში
პოლიცია შემთხვევის ადგილზე

თბილისში დედამ ჩვილი სავარაუდოდ ფანჯრიდან გადააგდო - დაწყებულია გამოძიება

3045
(განახლებულია 22:43 02.06.2020)
შემთხვევა თბილისში, გლდანულაში დღეს მოხდა. ჩვილის ცხედარი მეზობლებმა ნახეს და პოლიცია გამოიძახეს.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. თბილისის ერთ-ერთ უბანში, საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გლდანულაში დღეს მოხდა. ჩვილის ცხედარი მეზობლებმა ნახეს და პოლიცია გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა დედამ ახალშობილი სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადააგდო.

ჯერჯერობით უცნობია, ამ დროისთვის დაკავებულია თუ არა ვინმე. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოკლული ჩვილის დედა არასრულწლოვანია და ის სამართალდამცველებმა მომხდარის შემდეგ მალევე დააკავეს.

მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

3045
თემები:
კრიმინალი საქართველოში

რაში სჭირდება საქართველოს ხელოვნური ინტელექტი

0
(განახლებულია 09:13 03.06.2020)
თბილისში  ხელოვნური ინტელექტის აკადემია გაიხსნა.  სასწავლებელი დაფუძნებულია შვედური სტარტაპის, „ნეირონის" მიერ, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და ისეთი ხელოვნური ინტელექტის გიგანტი კომპანიის პარტნიორია, როგორიც  არის „პელტარიონი".

რატომ გადაწყვიტეს ხელოვნური ინტელექტის აკადემიის საქართველოში გახსნა და რას მისცემს ის ადგილობრივ შრომის ბაზარს. Sputnik -საქართვეოსთან კომპანია ნეირონისა და აკადემიის დამფუძნებელი პეტერ სვაეტიჩინი საუბრობს.

პეტერ სვაეტიჩინი, კომპანია ნეირონისა და აკადემიის დამფუძნებელი
photo: courtesy of Peter Svaetichin
პეტერ სვაეტიჩინი, კომპანია ნეირონისა და აკადემიის დამფუძნებელი

-გვიამბეთ თქვენი აკადემიის შესახებ, ვისთვის არის ის, რა არის მისი მიზანი?

-ჩვენი აკადემიის მთავარი მიზანია ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაცია საქართველოში. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეცვლის სამყაროს და თანამედროვე ინდუსტრიებს, რასაც ის უკვე აკეთებს ბევრ სხვა ქვეყანაში. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი აკადემია გაგვეხსნა ყველა მსურველისათვის. ჩვენი კურსები დაფარავენ უამრავ ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების საკითხს. გვინდა, რომ ჩვენმა სტუდენტებმა კურსების წარმატებულად დამთავრების შემდეგ, ადვილად იპოვონ სამსახური. მაგრამ, ამავე დროს, რადგან აკადემიის კარი ღია იქნება ყველასთვის, ჩვენ შევთავაზებთ არატექნიკურ კურსებს მათ, ვისაც სურს ინფორმაციის მიღება ამ ტექნოლოგიაზე, მის გამოყენებაზე სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებში, ტერმინოლოგიაზე, მონაცემთა სწორ დამუშავებაზე და ა.შ.. ჩვენ ასევე ვგეგმავთ შევიმუშაოთ კურსები მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის სკოლებში, ვისაც ჩვენ პროგრამირების საფუძვლებს და ალგორითმებს ვასწავლით. 

ჩვენი მიზანია ტექნოლოგიური პროგრესის განვითარება საქართველოში და ხელოვნური ინტელექტი სწორი არჩევანია დასაწყისისთვის! 

ჩვენი ლექტორები შვედი და ქართველი თანამშრომლები არიან, რომელთაც ამ სფეროში რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ უკვე დაამთავრეს რამოდენიმე რეალური ხელოვნური ინტელექტის პროექტი და იციან როგორ უნდა მიუდგნენ საქმეს ასეთ პროექტებზე მუშაობისას, სად უნდა და სად არ უნდა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი. 

კურსების გარდა, ჩვენ ასევე ჩავატარებთ სემინარებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტის შესწავლა უნდა მოხდეს პრაქტიკულ ამოცანებზე მუშაობისას. ამისათვის, ჩვენ სტუდენტებს შევთავაზებთ იმ პროექტებზე მუშაობას, რომლებიც ჩვენი კომპანიის, Neiron-ის, მიერ იყო შემუშავებული.

რაც შეეხება მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, ისინი კურსების მიხედვით იქნება სხვადასხვა. ზოგიერთი კურსის წინაპირობა შეიძლება იყოს კალკულუსისა და პროგრამირების სიღრმისეული ცოდნა, ზოგიერთს კი შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს წინაპირობები.

-რატომ თბილისი და საქართველო? კიდევ რომელ ქვეყნებში არის მსგავსი ტიპის აკადემიები და იქ რა პრაქტიკაა?

- შვედური კომპანია „ბიტრუტი“ საკმაოო წარმატებული აღმოჩნდა მსგავსი კონცეფციით უკრაინაში. გარკვეულწილად ისინი ჩვენი კომპანიისთვის მაგალითიც იყო. მათ 2014 წელს დაიწყეს და დღეისათვის უკრაინაში 18 IT აკადემია აქვთ, 25000-ზე მეტი კურსდამთავრებულით. Ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო ეფექტიანად მიიღებს ამ კონცეფციას, რადგან მას საკმაოდ კარგი ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების ტრადიციები აქვს. 

შვედეთს კომპიუტერული კომპანიების მიერ საკუთარი აკადემიების გახსნის დიდი ტრადიცია აქვს. შვედეთი და განსაკუთრებით სტოკჰოლმი, დღემდე არის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი მსოფლიოში ტექნოლოგიური სტარტაპების გახსნისა სილიკონ ველის მსგავსად. ისეთი ცნობილი სტარტაპები როგორიცაა Skype, Spotify, King (Candy Crush), Mojang (Minecraft), Klarna და iZettle სწორედ სტოქჰოლმში დაფუძნდა. ამ კომპანიებმა შექმნეს სწორედ დიდი მოთხოვნა კვალიფიციურ კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესიონალებზე და ანაზღაურების რაოდენობაც ცამდე აიყვანეს. ამან წაახალისა მცირე ტექნოლოგიური კომპანიები რათა გაეხსნათ სასწავლო აკადემიები, რომელთა კურსდამთავრებულები შემდეგ თავად მუშაობდნენ შექმნასა და ასაქმებდნენ საკუთარ თავს. 

ამიტომაც, გვსურს ასეთი მოდელი თბილისშიც დავნერგოთ. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა ფართო რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის ფუნქცია შეასრულოს. ამასთან თბილისი უნიკალური ქალაქია თავისი ისტორიითა და ტრადიციებით, ტექნოლოგიური ჰაბის ფუნქცია კი უაღრესად მიმზიდველი და თანამედროვე სინეგია იქნება. ამავე დროს საქართველოში დიდი ინტერესია ამ სფეროს მიმართ, ქართველები ძალიან პროგრესული და ადვილად ადაპტორებადი ხალხია და შეუძლიათ სწრაფად აუწყონ ფეხი მიმდინარე ტენდენციებს.

-რამდენად იქნება ამ აკადემიაში მიღებული ცოდნა ქართულ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი და ეკონომიკის რომელ სექტორებში?

-ხელოვნური ინტელექტის ინჟინრები დღეს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. მოთხოვნა Ხელოვნური ინტელექტის ექსპერტებზე ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა.ამავე დროს, შესაბამისი განათლების მიწოდება ბაზარზე არ არის საბაზრო მოთხოვნის ადექვატური. დიდი გამოწვევაა კვალიფიცირებული ხელოვნური ინტელექტის ინჟინრის მოძებნა არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში. აკადემიის გახსნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ კვალიფიცური ინჟინრების მომზადებაა, რომლებიც შემდეგ დასაქმდებიან ჩვენს კომპანიაში ან იმუშავებენ მსოფლიოს მასშტაბით. ნეირონის აკადემიის დიპლომის მიღება გზას გაუხსნის მის კურსდამთავრებულებს დასაქმების მთელი სპექტრისაკენ, როგორც საქართველოში ისე რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ.  

-რამდენად აქვს სამომავლო პერსპექტივა ამ მიმართულებას განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნაში და რამდენად დააინტერესებს ეს ქართულ ბიზნესს?

-ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისათვის. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა გზას გაუხსნის კომპანიებს თანაბარი კონკურენცია გაუწიონ თავიანთი ბიზნეს პრაქტიკით დანარჩენ მსოფლიოს და შეიქმნან საშუალება მეტი განვითარებისათვის. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ბიზნესში საშუალებას იძლევა დაიზოგის კომპანიის ხარჯები წარმოების, ადმინისტრირების, ზედამხედველობისა და ხარისხის ავტომატიზაციის გზით. ნეირონი ქართულ კომპანიებს სწორედ სთავაზობს, რომ განახორციელოს მათი საქმიანობის შეფასება თუ რა მხრივ და როგორ გამოიყენონ ხელოოვნური ინტელექტი. ნეირონის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სოფლის მეურნეობაზე მოდის, სადაც ხელოვნური ინტელექტი ეხმარება მწარმოებლებს უკეთესი, მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაში, მიწოდების ხაზის ავტომატიზაციაში, თანხების დაზოგვაზასა და მეტი მოგების მიღებაში. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს კარტოფილის მასშტაბურ მწარმოებელ Frixx-თან სწორედ აღნიშნულ პროექტზე. ეს არის სფერო, რომელშიც ხელოვნურ ინტელექტს  შეუძლია საქართველოს ძალიან დაეხმაროს. მაგალითად, ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც კონვეიერულ ხაზს იყენებს წარმოებაში შეუძლია სარგებელი მიიღოს იმ ტექნოლოგიით რომელიც ჩვენ შევქმენით.  ამავე დროს, ჩვენი მიმართულებაა ფარმაცევტიკა და სამედიცინო სფერო, ასევე სადაზღვევო და ღვინის ინდუსტრია, რომელშიც ხელოვნურ ინტელექტს ხარისხის გაზრდითა და ფერმერული მეურნეობების ავტომატიზაციით დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. 

 

ნატა პატარაია

 

0