ბათუმი

ევაკუაცია ბათუმში: თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განგაშის სიგნალი ჩაირთო

70
(განახლებულია 14:45 06.11.2019)
ფორუმის დელეგატთა შორის საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, ნატოს მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები არიან.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში", სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება, სახანძრო-საევაკუაციო განგაში გამოცხადდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატებმა მეორე სართული დატოვეს და ფოიეში ჩამოვიდნენ.

სასტუმრო „ჰილტონის" ადმინისტრაციის განმარტებით, მიზეზი, შესაძლოა, კვამლი გახდა, რომელიც სამზარეულოდან გავიდა. სასტუმროს გენერალური მენეჯერის განცხადებით, პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

„მინდა ბოდიში მოვუხადო სტუმრებს, ჩვენ გვქონდა განგაშის სიგნალი, მაგრამ ახლა ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. უსაფრთხოებაზე ვართ ორიენტირებული, რომ ყველაფერი იყოს კარგად. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, არანაირი პრობლემა არ არის, მიმდინარეობს სისტემის მონიტორინგი", – განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.

ამ დროისთვის კონფერენცია უკვე დაწყებულია და ყველა სტუმარი დარბაზში იმყოფება.

საერთაშორისო სამხედრო მისია: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროები მონახულა>>

6-7 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს. რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში" ტარდება. ფორუმის დელეგატთა შორის საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნატოს მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები არიან.

70
თემები:
შემთხვევები საქართველოში (938)