მოსამართლის ჩაქუჩი

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრა: ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

59
(განახლებულია 20:28 04.11.2019)
სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა, დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულ პაატა მაჭარაშვილს 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრა: დაკავებულის გასათავისუფლებლად ხელმოწერებს აგროვებენ >>

ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, რაც მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ გაითვალისწინა მაჭარაშვილის თანასოფლელების მიერ თავდებში დადგომა და გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილი 800 ხელმოწერა.

სასამართლომ მაჭარაშვილს გირაოს უზრუნველყოფის ვადა 30 დღით განუსაზღვრა.

შემთხვევა  სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეში 1 ნოემბერს ღამე მოხდა. ქვემო ბოდბეში მცხოვრებმა პაატა მაჭარაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი, კობა თარაშვილი სანადირო თოფით დაჭრა. შემთხვევას მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

მაჭარაშვილის თანასოფლელების მტკიცებით, გამგებლის შვილი ე.წ. ქურდული მეთოდებით მაჭარაშვილისთვის ხორბლის გამოძალვას ცდილობდა.

განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს მირზაანის რწმუნებული და ამბობს, რომ აგრესიულად არა მისი შვილი, არამედ დაკავებული პაატა მაჭარაშვილი იქცეოდა, რომელმაც კობა თარაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის შემდეგ დაკავებულმა კობა თარაშვილს ინციდენტის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, მანქანაში მჯდომარეს ესროლა.

31 წლის კობა თარაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში, რეანიმაციაში იმყოფება. მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

59
თემები:
კრიმინალი საქართველოში (914)
პოლიცია ბათუმში

შსს-მ ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

143
(განახლებულია 20:54 27.05.2020)
რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ბათუმში პოლიციამ 30 პირი დააკავა

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც ბათუმში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, სსკ-ის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

საუბარია რევაზ წულუკიძესა და ელდარ ანთაძეზე, სწორედ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.

ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. წულუკიძესა და ანთაძეს ბრალი ჯგუფურ ხულიგნობაში ედებათ.

143
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიცია ბათუმში

არეულობა ბათუმში: საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

57
(განახლებულია 21:20 27.05.2020)
აქციის მონაწილეები წინასწარ პატიმრობაში მყოფი რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები პატიმრობაში მყოფი რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები.

აქციის მონაწილეების ნაწილს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. თუმცა, მათი თქმით, შეხვედრა უშედეგო იყო. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, მთავრობის წარმომადგენლებისგან მათ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს და აპირებენ აქციების გაგრძელებას.

პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა, რის გამოც დააკავეს 10-ზე მეტი აქციის მონაწილე.

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ხულიგნობის მუხლით 5 მაისს დააკავეს. დაკავების მიზეზი კონფლიქტი გახდა, რა დროსაც რამდენიმე პირი ცივი იარაღით დაჭრეს.

წულუკიძისა და ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებული და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

წულუკიძისა და ანთაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. 9 მაისს სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

57
თემები:
შემთხვევები საქართველოში
კესარია აბრამიძე

კესარია აბრამიძე ბუნებრივ სილამაზეს არ მალავს - ტრანსგენდერი ქალის შესაშური გარეგნობა

0
(განახლებულია 15:00 28.05.2020)
ფოტომოდელმა მორიგი უმაკიაჟო სურათი გამოაქვეყნა. მისი ბუნებრივი სილამაზე გაგაოცებთ. კესარია აბრამიძის შეუდარებელი „ლუქი“ სოცქსელიდან

სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით აღსავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასათვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას აღარ იწვევს. წლების წინ მის მიმართ გამოჩენილმა აგრესიის ტალღამ კესარიას იმედები გაუცრუა და ის დიდი ხნის მანძილზე ტელეეკრანებზე აღარ ჩნდებოდა. მისი ცხოვრებით უამრავი ადამიანი ინტერესდება და ამას კესარიას სოციალური ქსელის მოწონებებიც ამტკიცებს.

კესარიას თქმით, მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლებს მის სიტყვებში ეჭვი შეეპარათ. ამიტომ ფოტომოდელმა დედის სურათი გამოაქვეყნა და ყველაფერი ნათელი გახდა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო, სახლში დარჩენილმა ტრანსგენდერმა შთაგონების წყარო იპოვა. მისი გვერდი სხვადასხვა გემოვნებიანი გარდასახვით აჭრელდა. მიუხედავად პროფესიონალურად გაკეთებული მაკიაჟისა, ბუნებრივმა სურათმა ყველა რეკორდი მოხსნა. რას წერენ თაყვანისმცემლები და როგორ ეხმაურებიან მას?

View this post on Instagram

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

„ეს ადამიანი მიყვარს მისი უბოროტო ხასიათით“; „სამყარომ იცის, რომ ისედაც ულამაზესი ხარ!“; „ნუ სიტყვებიც არ მყოფნის... რა ვუწოდო ამ სილამაზეს?“,- აღფრთოვანებას ვერ მალავენ მამაკაცები და ქალბატონები. მის გვერდზე პოზიტიური კომენტარები არ წყდება. კესარიას მთელ სახეს ულამაზესი ჭორფლი ამშვენებს. როგორც ჩანს, ტრანსგენდერ ქალს საკუთარ გარეგნობაში ჭორფლი არ მოსწონს და მაკიაჟით იფარავს.

View this post on Instagram

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on


საქართველოში, მიუხედავად დიდი კრიტიკისა, ტრანსგენდერი ქალების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ. კესარია აბრამიძის ტელეეკრანებზე გამოჩენამ გაუგებრობა და აგრესია გამოიწვია. იყო პერიოდი, როდესაც ფოტომოდელი მედიას აღარ ეკონტაქტებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. მაკიაჟის ხრიკებს პროფესიონალივით ეუფლება. მისი გარეგნობით აღტაცებულები რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში კომპლიმენტებს არ იშურებენ. სოციალურ ქსელში კესომ „ფოლოვერები“ გამოიწვია. დაინტერესებულები ფოტომოდელს ეხმაურებიან და რჩევებს სთხოვენ. კესარიას თითოეული ლუქი სექსუალობითა და პიკანტურობით გამოირჩევა, მაგრამ ბუნებრივი, უმაკიაჟო სახე უფრო მეტი გამოხმაურებით გამოირჩევა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება