საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით ოთხი უცხოელი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთს ბრალდებით სხვადასხვა ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფიs“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულები არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი, მაროკოს სამეფოს ერთი და ალჟირის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე.

„ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ოთხიდან ხუთ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0