მოკლული რაიან სმიტის დედამ მალხაზ კობაურს წერილი გაუგზავნა

© Pixabay / ErikaWittliebციხის გალავანი
ციხის გალავანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის მშობლებმა 20 წლის მალხაზ კობაურს მონანიებისა და ლოცვისკენ მოუწოდეს

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედამ ამ დანაშაულისთვის გასამართლებულ მწყემსს მალხაზ კობაურს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მას აპატიეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მალხაზ კობაურს თავისუფლების უვადო აღკვეთა შეუფარდეს >>

მარტში გორის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის ივლისის დასაწყისში სმიტების ოჯახის - რაიანის, ლორას და მათი შვილის მკვლელობისთვის 20 წლის კობაურს უვადო პატიმრობა შეუფარდა. მწყემსი დამნაშავედ ცნო ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.

აღარ მინდა სიცოცხლე - სმიტების ოჯახის მკვლელის დედა სასამართლოს შემდეგ სასწრაფომ წაიყვანა - Sputnik საქართველო
"აღარ მინდა სიცოცხლე": სმიტების ოჯახის მკვლელის დედა სასამართლოს შემდეგ სასწრაფომ წაიყვანა

ლინ სმიტმა კობაურს ექვსგვერდიანი წერილი მისწერა. წერილის ძირითადი შინაარსი იმაშია, რომ გარდაცვლილი რაიანის მშობლებს არ სურთ „მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება“, და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება აპატიონ კობაურს ეს საშინელი დანაშაული.

ამასთან მათ სურთ, რომ კობაურმა ციხეში გაატაროს 30 წელი ან მთელი ცხოვრება, რათა სხვებსაც არ მიაყენოს ზიანი.

რაიან სმიტის მშობლებმა კობაურს ლოცვისკენ მოუწოდეს და ურჩიეს, ღმერთს შენდობა სთხოვოს.

აღნიშნული წერილი მსჯავრდებულმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.

საქმის დეტალები

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 4 ივლისს კობაური ხადას ხეობაში რაიან და ლორა სმიტებს და მათ ოთხი წლის შვილს შეხვდა, რომლებიც ხეობაში ტურისტებად იმყოფებოდნენ. მწყემსმა ლორა სმიტის გაუპატიურება გადაწყვიტა, მისი მეუღლე და ბავშვი ხეობის სიღრმეში შეიტყუა და მოულოდნელად რაიან სმიტს ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ კი თავში. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

„კობაური საქართველოს წინააღმდეგ" – სმიტების საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის >>

გამოძიების ვერსიით, ამის შემდეგ კობაურმა ოთხი წლის ბავშვიც მოკლა. მან ბავშვს ჯერ მარჯვენა მხარსა და ბარძაყში ესროლა, შემდეგ მიბჯენით თავში. შემდეგ კობაურმა გააუპატიურა ლორა სმიტი და წყალში დაახრჩო.

გამომძიებლებმა საწვიმარში გახვეული თოფი მწყემსების დროებითი საცხოვრისიდან 30 მეტრში იპოვეს.

კობაური ბრალს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ამერიკელები ორმა მისთვის უცნობმა პირმა დახოცა. კობაურის დედა ამტკიცებს, რომ მის შვილს ეს ყველაფერი მოუწყვეს.

ყველა ახალი ამბავი
0