საპატრულო პოლიცია

კრიმინალი საქართველოში: შსს-მ ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა

102
2019 წლის დასაწყისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩადენილი დანაშაულების მესამედის გახსნა მოახერხა

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-მ იანვარ-სექტემბერში დაარეგისტრირა 48,8 ათასი დანაშაული, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,3%-ით მეტია, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

სამ კვარტალში დაახლოებით 16,3 ათასი დანაშაული გახსნეს. შედარებისთვის, გასულ წელს 43,9 ათასი დანაშაულიდან 15,7 ათასი გახსნეს.

დანაშაულის დინამიკა

იანვარი    5 574
თებერვალი      5 927
მარტი       6 214
აპრილი    5 579
მაისი         5 697
ივნისი      5 714
ივლისი    5 952
აგვისტო   5 962
სექტემბერი      5 261

ჩადენილი დანაშაულებიდან პირველ ადგილზეა ქურდობა. წლის დასაწყისიდან დაფიქსირდა 15,5 ათასი ფაქტი, რაც ყველა დანაშაულის 30%-ს აჭარბებს. ამასთან დაფიქსირდა ქურდობების შემთხვევების 12,8%-იანი ზრდა.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. იანვარ-სექტემბერში სამინისტრომ დაარეგისტრირა 3,9 ათასი მსგავსი დანაშაული, ანუ 4%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

ყველაზე გავრცელებული დანაშაულების სამეულს ასრულებს ნარკოდანაშაული - 3,8 ათასზე მეტი (+36,7%). როგორც წესი, ასეთი შემთხვევების გახსნის პროცენტი მაღალია - 73,4%.

დაფიქსირდა კლება ტრანსპორტთან დაკავშირებულ დანაშაულში - 11,5%. შსს-მ დაარეგისტრირა 2,4 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა, საიდანაც ფატალურად 262 შემთხვევა დასრულდა.

რაც შეეხება საქართველოს მთავარ მიღწევას - წარმატებულ ბრძოლას მექრთამეობასთან, - წლის დასაწყისიდან ქრთამის აღების 50 შემთხვევა დაფიქსირდა. ამდენივე შემთხვევა გასული წლის ცხრა თვეში დაფიქსირდა.

102
თემები:
კრიმინალი საქართველოში (587)