ყვითელი ლენტი შემთხვევის ადგილას

ავარია წყალტუბოში: ერთი ადამიანი დაიღუპა

99
(განახლებულია 21:11 02.11.2019)
გამოძიება მიმდინარეობს მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. წყალტუბოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

99
თემები:
შემთხვევები საქართველოში (943)