მოსამართლის ჩაქუჩი

სამი წლის ბავშვის დაჭრა: თამარ საძაგლიშვილს იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს

59
(განახლებულია 15:26 02.11.2019)
თამარ საძაგლიშვილის პეკინის გამზირზე მცირეწლოვან ბავშვებზე თავდასხმისთვის დააკავეს. მისმა ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალებზე ისაუბრა

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა თამარ საძაგლიშვილის მიმართ, რომელიც თბილისში, პეკინის გამზირზე ბავშვებზე თავდასხმის გამო დააკავეს. მას იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს, იუწყება პირველი არხი.

ადვოკატი: სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პარანოიდული შიზოფრენია აქვს >>

ინციდენტი 27 აგვისტოს პეკინის გამზირზე მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალმა მოულოდნელად ჩანთიდან ამოიღო დანა და პატარა ბავშვს სახეზე რამდენჯერმე გადაუსვა. ამას გარდა, ქალმა ბავშვის დის დაჭრაც მოინდომა, მაგრამ მშობლებმა მისი გადარჩენა მოასწრეს.

სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზეზი გახდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ ქალს აღენიშნება ფსიქიკური პრობლემები და დანაშაულის ჩადენის მომენტში ის შეურაცხადი იყო.

„ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს სამი წლით იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს და, შესაბამისად, ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს“, - განაცხადა საძაგლიშვილის ადვოკატმა ალექსანდრე გაბუნიამ.

მისი თქმით, თუ საძაგლიშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ის ვადაზე ადრე შეიძლება გამოუშვან.

დაშავებული ბიჭუნა საავადმყოფოდან თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოწერეს. მას ღრმა ჭრილობები ცხვირზე და მარჯვენა ლოყაზე აღენიშნებოდა.

59
თემები:
კრიმინალი საქართველოში (587)