მოსამართლის ჩაქუჩი

ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

55
(განახლებულია 12:50 02.11.2019)
მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, გ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე  ძმას გადაჭრილი თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებული გ.ფ. დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მტკიცებულებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 1 თებერვალს, გ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯერ მეზობელს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ურთიერთშელაპარაკებისას შურისძიების მოტივით 25 წლის ძმას გადაჭრილი თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მიღებული დაზიანების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სოფელ მარტოთუბანში ცხელ კვალზე დააკავეს.

სიღნაღში სოფლის რწმუნებულის ვაჟი დაჭრეს >>

„გ.ფ.–ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა და ატარებდა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.ფ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

55
თემები:
კრიმინალი საქართველოში (915)
პოლიცია ბათუმში

შსს-მ ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

139
(განახლებულია 20:54 27.05.2020)
რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ბათუმში პოლიციამ 30 პირი დააკავა

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც ბათუმში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, სსკ-ის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

საუბარია რევაზ წულუკიძესა და ელდარ ანთაძეზე, სწორედ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.

ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. წულუკიძესა და ანთაძეს ბრალი ჯგუფურ ხულიგნობაში ედებათ.

139
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიცია ბათუმში

არეულობა ბათუმში: საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

56
(განახლებულია 21:20 27.05.2020)
აქციის მონაწილეები წინასწარ პატიმრობაში მყოფი რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები პატიმრობაში მყოფი რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები.

აქციის მონაწილეების ნაწილს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. თუმცა, მათი თქმით, შეხვედრა უშედეგო იყო. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, მთავრობის წარმომადგენლებისგან მათ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს და აპირებენ აქციების გაგრძელებას.

პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა, რის გამოც დააკავეს 10-ზე მეტი აქციის მონაწილე.

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ხულიგნობის მუხლით 5 მაისს დააკავეს. დაკავების მიზეზი კონფლიქტი გახდა, რა დროსაც რამდენიმე პირი ცივი იარაღით დაჭრეს.

წულუკიძისა და ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებული და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

წულუკიძისა და ანთაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. 9 მაისს სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

56
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ნავთობსაქაჩი

მოსაზრება: აშშ შესაძლოა საკუთარი ნავთობის გარეშე დარჩეს

0
(განახლებულია 15:19 28.05.2020)
ამერიკელები ნავთობმოპოვების რეკორდული ჩამოშლის ზღვარზე აღმოჩნდნენ. გაზისა და ნავთობის საბურღი დანადგარების რაოდენობა ქვეყანაში ისტორიულ  მინიმუმამდე დაეცა, კომპანიები მასიურად აცხადებენ გაბანკროტების თაობაზე და მუშაობას აჩერებენ.

ნატალია დემბინსკაია

აშშ–მა შესაძლოა დაკარგოს ფიქალური დარგი, რომლის აღდგენასაც წლები დასჭირდება. რატომ იყო კოლაფსი გარდაუვალი?

საბურღების რეკორდული შემცირება 

2019 წელს, გადაუსწრეს რა რუსეთსა და საუდის არაბეთს,  ამერიკელები ლიდერები გახდნენ ნავთობმოპოვებაში — ფიქალური ნავთობის წყალობით. 70 წლის განმავლობაშიაშშ შავი ოქროს ნეტო–ექსპორტიორი გახდა.

„ნავთობმრეწველობას სიურპრიზები ახასიათებს — ფიქალურმა რევოლუციამ თავდაყირა დააყენა ნავთობის ფასები, წარმოება და სავაჭრო ნაკადები“, — განაცხადა მაშინ პრეზიდენტ ჯორჯ ბუში–უმცროსის მრჩეველმა ენერგეტიკის საკითხებში და კონსალტინგური კომპანია Rapidan Energy–ს პრეზიდენტმა  ბობ მაკენლიმ.

მაგრამ ფიქალურ დარგს მკვეთრ შენელებას უწინასწარმეტყველებდნენ: რეკორდის საფასური ჭაბურღილების გამოფიტვა, ინფრასტრუქტურისთვის უზარმაზარი დანახარჯები და კაპიტალდაბანდებების უკმარისობა გახდა.

ვარაუდობდნენ, რომ პრობლემები 2021 წელს დაიწყებოდა, მაგრამ კორონავირუსულმა პანდემიამ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა და ნავთობის კოტირებები ჩამოშალა. ამან პირველ რიგში ვალებში ჩაფლული მეფიქალეები დააზარალა, რომლებიც ინვესტიციების მწვავე უკმარისობას განიცდიდნენ.

მაისის ბოლოს ნავთობისა და გაზის სერვისულმა კომპანია Baker Hughes–მა განაცხადა: მოქმედი საბურღი დანადგარების რაოდენობა აშშ–ში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და მწყობრში მხოლოდ 318 ერთეული დარჩა, როცა ერთი წლის წინ მათი რაოდენობა 983 იყო.

მოპოვებების მესამედი დაიკარგება

ShaleProfile Analytics–ის პროგნოზით, აშშ ფიქალური ნავთობმოპოვების მესამედს იზარალებს. 

კრიზისმა დარგის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა გაამწვავა — ჭაბურღილების სწრაფი გამოფიტვა ტექნოლოგიის თავისებურებების გამო. ბურღვის დასრულებიდან მოკლე ხანში  ფიქალურ საბა დოებზე მოპოვება ეცემა და ადრინდელ წარმოებაზე საუბარიც აღარ არის. ამის საკომპენსაციოდ გამუდმებით ახალი ჭაბურღილებია საჭირო. მაგრამ ახლანდელ ვითარებაში ეს უბრალოდ შეუძლებელია: კომპანიები მასიურად კოტრდებიან.

Haynes & Boone–ს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან გაბანკროტების პროცედურა 17–მა მწარმოებელმა ჩაუშვა, რომელთა საერთო დავალიანება დაახლოებით 14 მლრდ დოლარია.

მათ შორისაა ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი ფიქალური კომპანია

Whiting Petroleum–ი და ასევე ისეთი გიგანტები, როგორებიცაა California Resources–ი და Chesapeake Enеrgy. მაისი ბოლოს სასამართლოში გაკოტრების თაობაზე დოკუმენტაცია წარადგინა კომპანია Unit–მაც.

დალასის ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევების თანახმად, ერთ ბარელზე 40 დოლარის ღირებულების პირობებში ერთი წლის განმავლობაში მწარმოებელთა მხოლოდ 15% გადარჩება. მეფიქალეების გადამრჩენელი გაძვირება კი არ ივარაუდება.

აშშ–ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს პროგნოზით, Brent–ის მარკის ნავთობის საშუალო ფასი 2020 წელს 34,31 დოლარი იქნება ბარელზე, და 45,62 დოლარი 2021 წელს. ხოლო დასავლეთ–ტეხასური WTI 30,10 დოლარი ეღირება მიმდინარე წელს და 43,31 დოლარი მომდევნო წელს.

აღდგენას წლები დასჭირდება  

შედეგად, ანალიტიკოსების აზრით, აშშ–ში ფიქალური მოპოვება შესაძლოა 5 მლნ ბარელამდე დაეცეს დღე–ღამეში. The Wall Street Journal–ის ინფორმაციით, ქვეყნის 15–მა უმსხვილესმა ფიქალურმა კომპანიამ ახალი ჭაბურღილების დამუშავებაზე გამოყოფილი ბიუჯეტი საშუალოდ 48%-ით შეამცირა. წარმოების წინანდელ მოცულობებზე დაბრუნებას, პანდემიის გამო მოთხოვნების დაცემის პირობებში, ისინი ვერ შეძლებენ.

„დიდი ალბათობით, წლები გავა, სანამ ისინი ძველ დონეს დაუბრუნდებიან — თუ საერთოდ ოდესმე მოხდა ეს“, — წერს გამოცემა.

ასე რომ, ექსპერტების აზრით, ამერიკელებმა შესაძლოა ლიდერობა დაკარგონ. მათ არც ისე ბევრი ინსტრუმენტი აქვთ საიმისოდ, რომ ეს არ დაუშვან.

„ამერიკა თითქმის გარანტირებულად და კარგავს პირველ ადგილს წელს, — განუცხადა CNBC–ის სასაქონლო ბაზრების, Emirates–ის ანალიტიკოსმა  ედვარდ ბელმა. — და ეს, სავარაუდოდ, იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე მოსალოდნელია“.

„კორონავირუსულმა პანდემიამ დაანგრია ნავთობწარმოება, გამოიწვია ბენზინზე, საავიაციო და დიზელის საწვავებზე მოთხოვნის სწრაფი და უპრეცედენტო დაცემა. ამას დაამატეთ რუსეთსა და საუდის არაბეთშ შორის „ფასების ეპიკური ომი“ და ამერიკული  ნავთობკომპანიების ბალანსებზე არსებული უზარმაზარი დავალიანებები“, — აღნიშნავენ Bloomberg Intelligence–ს ანალიტიკოსები.

ამ ყველაფერთან ერთად, ამერიკელი მეფიქალეები შესაძლოა იოლ ნადავლად იქცნენ მათთვის, ვინც კომპანიების შერწყმა–შთანთქმაზე ნადირობს.

უმთავრესი საფრთხე ჩინეთიდან  გამომდინარეობს —  მისი აღდგენის გზაზე დამდგარი ეკონომიკითა და გაიაფებული უცხოური აქტივების მიმართ ინტერესებით.

ამერიკული ნავთობსაბადოების საშუალო ფასი ორჯერ შემცირდა მას შემდეგ, რაც ერთი ბარელი 60 დოლარი ღირდა: 42 ათასიდან 20 ათას დოლარამდე. და ვაშინგტონში ძალიან უფრთხიან ჩინეთის შეჭრას რღვევად ენერგეტიკულ სექტორში.

„მტრულად განწყობილი ქვეყნების მხრიდან პრობლემური ფიქალური კომპანიებისა შესყიდვა ტეხასში და არა მარტო ტეხასში, სერიოზული პრობლემაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, — მიაჩნიათ ტეხასელ ნავთობ–მარეგულირებლებს.

მართალია, ჩინელების მიერ კომპანიების შთანთქმა ნაკლებსარწმუნოა — ამას მთავრობა არ დაუშვებს — მაგრამ არსებობს შემოვლითი გზები. მაგალითად, არასტრატეგიული აქტივების ნაწილის შესყიდვა ან ერთობლივი საწარმოების შექმნა.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს! 

0