სიღნაღში სოფლის რწმუნებულის ვაჟი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ცეცხლსასროლი იარაღით 35 წლამდე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება პირველი არხი.

საკანი - Sputnik საქართველო
პირს, რომელმაც მამა ცემით მოკლა, 15 წლით პატიმრობა შეეფარდა

შემთხვევა პარასკევს ღამით მოხდა.

დედოფლისწყაროს მერის, ნიკა ჯანიაშვილის განცხადებით, დაჭრილი მამაკაცი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის, აკაკი თარაშვილის ვაჟი კობა თარაშვილია.

დაშავებული მამაკაცი ჯერ წნორში, „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში გადაიყვანეს.

ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტამდე მხარეებს შორის კონფლიქტი მოხდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0