თბილისში ქუჩის ძაღლები ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს

© Sputnik / Ilya Pitalevძაღლები
ძაღლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" თავმჯდომარის თეიმურაზ წიქორიძის განცხადებით, ასეთი ფაქტები ბოლო წლებში ძალიან გახშირდა და თან უფრო მეტი სისასტიკითაც არის ჩადენილი.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ქუჩის ძაღლები იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2"

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

„აღასრულე კანონი, დაისაჯონ დამნაშავეები“ - რუსთაველზე ცხოველთა დამცველების აქცია გაიმართა>>

„მიკედლებული ძაღლები მყავდა, ორი წელია ეზოს გარეთ არსად არ მიდიან, უწყინარი ძაღლები იყვნენ. გამოძიების დიდი იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ არც ერთი საქმე არ გამოუძიებიათ ცხოველებთან დაკავშირებით, მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ", – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა თამარ დგებუაძემ.

ცხოველთა დამცველების აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისთვის სასჯელი მკაცრდება

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" თავმჯდომარის თეიმურაზ წიქორიძის განცხადებით, ასეთი ფაქტები ბოლო წლებში ძალიან გახშირდა და თან უფრო მეტი სისასტიკითაც არის ჩადენილი.

„როგორც ხელისუფლება ამბობს, კანონი გაამკაცრეს, მაგრამ სინამდვილეში კანონი არ გაუმკაცრებიათ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ამას, აღსრულების მექანიზმი არ არსებობს", – აღნიშნა თეიმურაზ წიქორიძემ.

საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის მაისში დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისთვის სასჯელი გამკაცრდა.

ძაღლის სასტიკი მკვლელობის გამო თბილისის ცენტრში ახალგაზრდობამ აქცია გამართა>>

ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა ისჯება 120-დან 240 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში კი ეს ქმედება 200-დან 400 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0