მამამ 16 წლამდე შვილზე იძალადა – რა მოხდა თეთრიწყაროში

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 11'–141-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც არასრულწლოვან ოჯახის წევრთან წინასწარი შეცნობით სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულ პირს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
გაუპატიურების მცდელობა ქუთაისში - მოძალადე დაკავებულია

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 მაისს მამამ თავის 16 წლამდე არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად იძალადა.

სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი შემთხვევიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 11'–141-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრთან წინასწარი შეცნობით გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0