ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატებზე უარი განაცხადა

101
(განახლებულია 21:55 30.10.2019)
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა ადვოკატების შეცვლის შესახებ

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელსაც თბილისში 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე არეულობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ედება ბრალი, თავის ადვოკატებზე უარი თქვა, იუწყება ტელეკომპანია „პალიტრაTV“.

ოქრუაშვილის პარტია ლიდერის გასათავისუფლებლად მზადაა 500 ათასი ლარი გადაიხადოს >>

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას გამოძიებისა და სასამართლო გარჩევის დასრულებამდე პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიტიკოსს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სასამართლო უკვე შეუდგა ოქრუაშვილის საქმის არსებით განხილვას. პოლიტიკოსი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უკანონოდ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს სასამართლოში მისვლაზე, ასე რომ, სასამართლო სხდომები მის გარეშე ტარდება.

ბოლო სხდომისთვის ოქრუაშვილმა სასამართლოს გაუგზავნა წერილი, რომლითაც მოითხოვა თავისი ადვოკატების - მამუკა ჩობაშვილისა და ბონდო ვათიაშვილის სხვა იურისტებით ჩანაცვლება გონივრულ ვადებში.

„ეს დაცვის სტრატეგიაა. ჩვენ შორის ცუდი არაფერი მომხდარა. ეს მისი უფლებაა, აირჩიოს ადვოკატი. ბუნებრივია, მე მას დავუკავშირდები“, - განუცხადა ჩობაშვილმა ჟურნალისტებს პროცესის შემდეგ.

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ უკვე შეასრულა ოქრუაშვილის თხოვნა და დაჰპირდა მას ახალი ადვოკატის დანიშვნას.

ოქრუაშვილს ბრალად ედება 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შტურმის დროს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა. ანტირუსული აქცია პარლამენტის წინ დაახლოებით 22:00 საათისთვის არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

გახარია: ქართულ პოლიციას ვერავინ დააკომპლექსებს >>

არეულობაში მონაწილეობისა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა აქციის 17 მონაწილე. ყველაზე მკაცრი ბრალდებები ოქრუაშვილსა და დეპუტატ ნიკა მელიას წაუყენეს. მელიას ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში. პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, იგი თავისუფლებაზე დაეტოვებინა. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილების გარეშე.

101
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
ლაშა ჩხარტიშვილი

რატომ დააკავეს ლაშა ჩხარტიშვილი

78
(განახლებულია 15:24 26.05.2020)
ოპოზიციონერი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), რაც ითვალისწინებს ერთიდან ოთხ ათას ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც  ვაზისუბნის რაიონში ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებდა, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

ჩხარტიშვილი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებდა, რომელიც, მისი სიტყვებით, უკანონოა.

როგორც ტელეკომპანია Formula აცხადებს, ჩხარტიშვილმა სატვირთო მანქანებს გზა გადაუღობა და ბეტონის დასხმის სამუშაოებში ხელის შეშლას შეეცადა, რასაც მშენებლებთან მცირე დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციონერი მას შემდეგ დააკავეს, რაც იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებას ტერიტორიის დატოვების შესახებ. 

ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), რაც ითვალისწინებს ერთიდან ოთხ ათას ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას.

კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგია ადგილობრივი მოსახლეობაც. როგორც ისინი აცხადებენ, მათ დედაქალაქის მერიას სარეკრეაციო ზონის მოწყობის თხოვნით მიმართეს, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაიწყო.

თავად სამშენებლო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მშენებლობა კანონიერი გზით მიმდინარეობს, რამდენადაც მათ მშენებლობის ოფიციალური ნებართვა აქვთ.

78
თემები:
შემთხვევები საქართველოში
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

თავსხმა წვიმამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა დატბორა

87
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ისედაც გაპარტახებული და ამორტიზებული შენობა სტიქიამ კიდევ უფრო დააზიანა

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. თავსხმა წვიმამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციული შენობა დატბორა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა – საქართველოში უამინდობა გრძელდება >>

წყალმა შენობაში დაზიანებული სახურავიდან შეაღწია. კლინიკის პერსონალის თქმით, დატბორვა მათ სრულფასოვან მუშაობას უშლის ხელს. მედიკოსების თქმით, მათ აუცილებლად სჭირდებათ სხვა შენობაში გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი პრობლემების გამო კლინიკა ნორმალურად მუშაობას ვერ გააგრძელებს.

„განა შეიძლება, რამდენჯერაც გაწვიმდება, იმდენჯერ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულება და მისი სერვერი დაიტბოროს და ჩვენ წყალდიდობის პირობებში მუშაობა გვიწევდეს?!“, - განაცხადა საავადმყოფოს აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილმა.

ტერიტორია, რომელზეც კლინიკა მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი-ფარმამ“ შეიძინა. ამის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებს არაერთხელ დაუჩივლიათ, რომ პაციენტების სამკურნალოდ სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და ვერც შენობას არემონტებენ, ვინაიდან ის კერძო მფლობელობაშია. ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ ფართსა და შენობას მიიღებდა, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა, დაპირება კი დაპირებად დარჩა - ცენტრი იძულებულია ძველ ადგილზე უუფლებოდ დარჩეს.

სტიქია რაჭაში: ადიდებულმა მდინარემ გზა დატბორა >>

ინფექციური საავადმყოფოს კოლექტივმა არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია. 2019 წლის ნოემბერში ისინი „ავერსის“ მიერ ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ამჟამად ინფექციური საავადმყოფო საყოველთაო ყურადღების ცენტრშია - სწორედ მან დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებულთა მიღება და დღემდე ქვეყანაში COVID-19-ის მკურნალობის ფლაგმანია.

87
თემები:
შემთხვევები საქართველოში
საქართველოში ქვეყნის მოქალაქეები ჩამოფრინდნენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები თბილისში ინდოეთიდან ჩამოფრინდებიან

0
(განახლებულია 08:59 27.05.2020)
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოს საელჩო ინდოეთის სხვადასხვა შტატში 43 თანამემამულეს დაეხმარა

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ინდოეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „დელი–თბილისი–დელი“ 27 მაისს აქართველოს 15 და აზერბაიჯანის 18 მოქალაქე ჩამოფრინდება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახური.

მოქალაქეების დაბრუნება შესაძლებელი გახდა ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებითა და ინდოეთის მთავრობის ორგანიზების წყალობით, პროგრამის Vande Bharat Mission ფარგლებში. რეისს ინდური ავიაკომპანია Air India ასრულებს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დელიში გოას, რაჯასტანისა და მაჰარაშტრას შტატებიდან საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული ავტობუსით ჩაიყვანეს.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან საქართველოს საელჩომ ინდოეთის სხვადასხვა შტატში 43 თანამოქალაქეს სხვადასხვა სახის დახმარება გაუწია.

„საქართველოსა და ინდოეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით დახმარება გაეწია ინდოეთის სხვადასხვა შტატში მყოფ საქართველოს 43 მოქალაქეს. ინდოეთის მხარესთან კოორდინაციით, ყველა მოქალაქეს საელჩომ ხელი შეუწყო სავიზო პროცედურების მოგვარების საკითხში. გოას შტატში მყოფი 5 საქართველოს მოქალაქე საელჩომ უზრუნველყო სასტუმროთი და საკვებით, 2 მოქალაქე საცხოვრებელი ბინით, ხოლო 17 მოქალაქეს ორჯერ გაეგზავნა ცხელი საკვები და საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების მარაგი“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის მარტში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოსა და ტაილანდის სამეფოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ინდოეთში საქართველოს საელჩო (აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში) ტაილანდში მყოფ საქართველოს 24 მოქალაქეს დაეხმარა.

საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნიდერლანდებსა და კატარში საქართველოს საელჩოსძალისხმევით, ტაილანდიდან გამოსვლა აპრილსა და მაისში 17–მა მოქალაქემ შეძლო. გარდა ამისა, აელჩო 23 მოქალაქეს ვიზის გაგრძელებაში დაეხმარა.

„2 მაისს საელჩომ უზრუნველყო ტაილანდის კუნძულ პხუკეტზე ჩარჩენილი 7 საქართველოს მოქალაქის ტრანსპორტირება ქ. ბანგკოკამდე, მათი საცხოვრებლითა და საკვებით უზრუნველყოფა 5 მაისს ტაილანდის დატოვებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა 12 720 მოქალაქეს, ხოლო თითქმის 22 ათას ადამიანს ადგილზე გაეწია დახმარება.

0
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში