მართლმსაჯულება

ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

52
(განახლებულია 18:35 30.10.2019)
ტაქსის მძღოლის მკვლელობაში  ბრალდებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა

თბილისი, 30 ოქტომბერი  — Sputnik.  თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლის გიორგი ნიჟარაძეს, რომელსაც ვარკეთილში 56 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობა ედება ბრალად, პატიმრობა შეუფარდა. 

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

დანაშაული ვარკეთილში 27 ოქტომბერს მოხდა. მამაკაცებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა ტაქსის მძღოლი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა.

დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, პოლიციამ იგი ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე  განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, რაც  7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 53 მკვლელობა მოხდა.

52
თემები:
კრიმინალი საქართველოში (587)