ოთხი ათასამდე კოლოფი უაქციზო სიგარეტი - უკანონო გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოვლინდა

გამოწერა
საქართველოში ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 23 ათას ლარს აღემატება. დანაშაული ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა–გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო
კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია ოქროს ნაკეთობები

უწყების ცნობით, თბილისსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებული იქნა ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის ოთხი ათასამდე კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 23 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0