ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს – ბრალდებული 23 წლის მამაკაცია

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდის სასამართლოს შენობა - Sputnik საქართველო
ბაბუას, რომელმაც შვილიშვილი დაჭრა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

შემთხვევა ვარკეთილში გუშინ, საღამოს მოხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს, 56 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის ადგილის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში იმალებოდა.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0