სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

© photo: Sputnik / FSS RF / გადასვლა მედიაბანკშიკალაშნიკოვის ავტომატი
კალაშნიკოვის ავტომატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით   სამეგრელოში სამი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ზუგდიდში, 53 წლის მამაკაცის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 121 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

პირველი კლასიკური გიმნაზიის შენობა - Sputnik საქართველო
თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან ბულინგისა და ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა

ასევე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის „აკა 47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა. უწყების ინფორმაციით ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 64 წლის პირის  საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 საბრძოლო ვაზნა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0