აფეთქება თბილისში: რა ხდება ტრაგედიის ადგილას

© Sputnik / Alexander Imedashviliაფეთქება გურამიშვილის გამზირზე
აფეთქება გურამიშვილის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორპუსის ეზოში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. გურამიშვილის გამზირზე, კორპუსთან, სადაც დღეს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება პირველი არხი.

აფეთქება გურამიშვილის გამზირზე - Sputnik საქართველო
კალაძე გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შეხვდა

ასევე, ეზოში არსებული გაზის მილის აღდგენა მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე თბილისის მერიის, 112-ისა და „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები მუშაობენ.

კორპუსთან ადგილობრივების ნაწილი დგას, რომელთაც ეტაპობრივად აძლევენ საშუალებას, საკუთარი ნივთები გამოიტანონ საცხოვრებლიდან.

როგორც ცნობილია, გურამიშვილის 30 ნომერში მდებარე კორპუსიდან ამ დროისთვის 139 პირია  სასტუმროებში გადაყვანილი.

„გვეგონა მთელი რაიონი აიწია“ - კორპუსის მაცხოვრებლები აფეთქებას იხსენებენ >>

ძლიერი აფეთქება მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ 16-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა. გაზგამანაწილებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ბინაში სახიფათო გაზდანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

ინციდენტის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია - მას სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს მიღებული. ეს არის 39 წლის სოსო ჯავახიშვილი, რომელიც იმ ავბედითი ბინის მფლობელია, რომელშიც აფეთქება მოხდა.

გაირკვა, რომ ამ ბინაში ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. სპეციალისტებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს ბინის მფლობელი, მაგრამ მან ამას ყურადღება არ მიაქცია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
აფეთქება ღრმაღელესთან: ერთ-ერთი დაშავებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია

ასევე ცნობილია, რომ ჯავახიშვილი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელია. საავადმყოფოში ის ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მოინახულეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია  სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ყველა ახალი ამბავი
0