ჭიათურაში მაღაროში მუშა გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Pavel Lisicin / გადასვლა მედიაბანკშიშახტი
შახტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტრაგედია ტყიბულში - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან, სადაც მუშა დაიღუპა - Sputnik საქართველო
ტრაგედია ტყიბულში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან, სადაც მუშა დაიღუპა

პროფკავშირების თავმჯდომარე პაატა სამხარაძის ინფორმაციით, შემთხვევა მაღაროს გვირაბში მოხდა, თუმცა ამ ეტაპისთვის დეტალები უცნობია.

მანგანუმის მადანს ჭიათურაში 1879 წლიდან მოიპოვებენ. დღეისათვის იქ ხუთი მაღარო და მანგანუმის მომპოვებელი-გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის სამ თვეში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი. 2017 წელს დაიღუპა 41, დაზიანებები მიიღო 66–მა ადამიანმა. მხოლოდ ტყიბულის შახტებზე 2018 წლის 5 აპრილს ექვსი მუშა დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს – ორი, ხოლო 2018 წლის 16 ივლისს – ოთხი.

ყველა ახალი ამბავი
0