20-21 ივნისის ღამეს აქციის დაშლა

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული მუხრან ფანგანი საპატიმროდან გამოუშვეს

103
მსჯავრდებულმა ბრალი აღიარა და 2000–ლარიანი გირაო გადაიხადა

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა მუხრან ფანგანი, რომელიც თბილისში 20–21 ივნისს მომხდარ არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული, იუწყება პირველი არხი.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქური საპატიმროდან გამოუშვეს >>

სასამართლომ ფანგანს 2000 ლარის ოდენობის გირაო მას შემდეგ შეუფარდა, რაც ამ უკანასკნელმა დანაშაული აღიარა.

„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იმ ნაწილში ცნო დამნაშავედ თავი, რაც წარდგენილი აქვს და რაც მან ჩაიდინა. მის ბრალდების დადგენილებაში არაფერი წერია ხელისუფლების დამხობაზე ან პოლიტიკურ გადატრიალებაზე“, – განაცხადა ადვოკატმა კახაბერ ხვისტანმა.

როგორც პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა განმარტა, დანაშაულის აღიარების შემდეგ შემცირდა მოწმეებზე ზეწოლის რისკი, ამიტომ ბრალდების მხარე გირაოს დაეთანხმა.

როგორც ცნობილია, 20 ივნისის ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს. შედეგად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

არეულობაში მონაწილეობისა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საქმის ფარგლებში დააკავეს 17 ადამიანი, რომელთაგან 15 საპატიმროში მოათავსეს, დანარჩენები კი (მათ შორის, ფანგანი) გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

103
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
ლაშა ჩხარტიშვილი

რატომ დააკავეს ლაშა ჩხარტიშვილი

80
(განახლებულია 15:24 26.05.2020)
ოპოზიციონერი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), რაც ითვალისწინებს ერთიდან ოთხ ათას ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც  ვაზისუბნის რაიონში ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებდა, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

ჩხარტიშვილი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებდა, რომელიც, მისი სიტყვებით, უკანონოა.

როგორც ტელეკომპანია Formula აცხადებს, ჩხარტიშვილმა სატვირთო მანქანებს გზა გადაუღობა და ბეტონის დასხმის სამუშაოებში ხელის შეშლას შეეცადა, რასაც მშენებლებთან მცირე დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციონერი მას შემდეგ დააკავეს, რაც იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებას ტერიტორიის დატოვების შესახებ. 

ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), რაც ითვალისწინებს ერთიდან ოთხ ათას ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას.

კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგია ადგილობრივი მოსახლეობაც. როგორც ისინი აცხადებენ, მათ დედაქალაქის მერიას სარეკრეაციო ზონის მოწყობის თხოვნით მიმართეს, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაიწყო.

თავად სამშენებლო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მშენებლობა კანონიერი გზით მიმდინარეობს, რამდენადაც მათ მშენებლობის ოფიციალური ნებართვა აქვთ.

80
თემები:
შემთხვევები საქართველოში
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

თავსხმა წვიმამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა დატბორა

87
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ისედაც გაპარტახებული და ამორტიზებული შენობა სტიქიამ კიდევ უფრო დააზიანა

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. თავსხმა წვიმამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციული შენობა დატბორა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა – საქართველოში უამინდობა გრძელდება >>

წყალმა შენობაში დაზიანებული სახურავიდან შეაღწია. კლინიკის პერსონალის თქმით, დატბორვა მათ სრულფასოვან მუშაობას უშლის ხელს. მედიკოსების თქმით, მათ აუცილებლად სჭირდებათ სხვა შენობაში გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი პრობლემების გამო კლინიკა ნორმალურად მუშაობას ვერ გააგრძელებს.

„განა შეიძლება, რამდენჯერაც გაწვიმდება, იმდენჯერ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულება და მისი სერვერი დაიტბოროს და ჩვენ წყალდიდობის პირობებში მუშაობა გვიწევდეს?!“, - განაცხადა საავადმყოფოს აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილმა.

ტერიტორია, რომელზეც კლინიკა მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი-ფარმამ“ შეიძინა. ამის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებს არაერთხელ დაუჩივლიათ, რომ პაციენტების სამკურნალოდ სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და ვერც შენობას არემონტებენ, ვინაიდან ის კერძო მფლობელობაშია. ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ ფართსა და შენობას მიიღებდა, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა, დაპირება კი დაპირებად დარჩა - ცენტრი იძულებულია ძველ ადგილზე უუფლებოდ დარჩეს.

სტიქია რაჭაში: ადიდებულმა მდინარემ გზა დატბორა >>

ინფექციური საავადმყოფოს კოლექტივმა არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია. 2019 წლის ნოემბერში ისინი „ავერსის“ მიერ ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ამჟამად ინფექციური საავადმყოფო საყოველთაო ყურადღების ცენტრშია - სწორედ მან დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებულთა მიღება და დღემდე ქვეყანაში COVID-19-ის მკურნალობის ფლაგმანია.

87
თემები:
შემთხვევები საქართველოში
რომის პაპი

რომის პაპმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

0
(განახლებულია 10:55 27.05.2020)
საქართველომ ამ დღეს მოლოცვები მიიღო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორისგან, აშშ–ის პრეზიდენტისგან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისწ ლიდერებისგან.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik.  რომის პაპმა ფრანცისკემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 

 „მაშინ, როდესაც საქართველო თავის ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს, მე თქვენ და თქვენს თანამემამულეებს გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას. ვუერთდები ქართველი ხალხის ბედნიერებას, ტკივილებსა და მოლოდინებს, განსაკუთრებით COVID-19- ის პანდემიის ამ რთულ მომენტში. მე შევთხოვ უფალს დახმარებას, ისეთი ერის აღმმშენებლობაში, სადაც ყველა შრომობს მშვიდობისა და ყველას კეთილდღეობისათვის. მთელი გულით ვლოცულობ თქვენთვის და საქართველოსთვის ღვთის მადლის სიუხვისათვის", - ნათქვამია  რომის პაპის მისალოც წერილში.

საქართველომ ამ დღეს მოლოცვები მიიღო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორისგან, აშშ–ის პრეზიდენტისგან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისწ ლიდერებისგან.

საქართველომ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

0