მატლები თუ ნაწლავები - რა იპოვა მომხმარებელმა სუპერმარკეტში ნაყიდ თევზში

გამოწერა
პროდუქციის შემომტან კომპანიაში ფიქრობენ, რომ მომწოდებელს თევზის გამოშიგვნა დაავიწყდა.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. მომხმარებელმა თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში შეძენილ გაყინულ ორაგულში მატლები აღმოაჩინა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქათმები - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: ბათუმის ბაზრიდან 98 კგ ფრინველის ხორცი ამოიღეს

„ხარშვის პროცესში თევზმა გაუშვა მწვანე ფერის წყალი და გამოვიდა მატლის მსგავსი ჭიები, ნაწლავები და ა. შ. და, რა თქმა უნდა, ის საკვებად უვარგისი იყო“, - განაცხადა ტელეკომპანიის ეთერში მომხმარებლის წარმომადგენელმა თამარ ბუჩუკურმა.

სუპერმარკეტ „ზღაპარში“, სადაც მომხმარებელმა თევზი შეიძინა, გაყინული ორაგული მართლაც იყიდება, შენახვის ვადები კი სარეალიზაციო პირობებს აკმაყოფილებს, თუმცა მაღაზიის მენეჯერი ირწმუნება, რომ მყიდველს თევზი მათთან არ შეუძენია.

„არ მოსულა ნამდვილად არც მომხმარებელი და არც მომჩივანი ამ თევზზე“, - განაცხადა  მენეჯერმა დალი ღვინიაშვილმა.

სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქტი აშშ-იდან საქართველოში კომპანია West Invest-ს შემოაქვს. კომპანიაში აღიარეს, რომ თერმულად დამუშავების შემდეგ პროდუქტმა ისეთი სახე მიიღო, რომ მისი ჭამა არავის მოუნდება. მაგრამ, მათი აზრით, დაფიქსირებული წანაზარდები მატლები კი არა,  თევზის ნაწლავებია.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
მარტვილის ერთ-ერთ ბაღში 15-მდე ბავშვი მოიწამლა

„ეს არ არის მატლები, ეს არის ნაწლავები, რომლებიც არასათანადო გამოშიგვნის გამო დარჩა პროდუქტში, ანუ ეს არის მომწოდებლის ხარვეზი“, - განაცხადა კომპანიის მენეჯერმა თამარ ამისულაშვილმა.

კომპანიის თბილისის მენეჯერის, გიორგი კობზონაძის თქმით, თევზს ორი წელი აქვს დაჭერიდან ვადა და თანაც მინუს 18 გრადუსში მატლი ვერ იცოცხლებს, ამიტომ ეს გამორიცხულია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თევზი, როგორც მალფუჭებადი პროდუქტი, განსაკუთრებით კონტროლდება.

ბათუმში ნახევარფაბრიკატების საწარმოში პროდუქციას გაურკვეველი ხორცით ამზადებდნენ >>

„შემოწმებისას ყურადღება ექცევა როგორც ეტიკეტირებას, ასევე შენახვის პირობებს, ვარგისიანობის ვადებს, არაერთი სამართალდარღვევა გვაქვს ჩვენ გამოვლენილი, თუმცა ამ კონკრეტულ კომპანიას რაც შეეხება, მათთან მიმართებაში ჩვენ დარღვევები არ გამოგვივლენია“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0