ლისის ტბასთან დაჭრილი 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმების განცხადებით, ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი 41 წლის გოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

სასწრაფო-დახმარება - Sputnik საქართველო
„ლისის ტბაზე დაჭრეს და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოაგდეს...“ – შემთხვევა თბილისში

სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე 6 ოქტომბერს მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს, შემდეგ კი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით მიიყვანეს და დატოვეს.  

რეგიონულ ჰოსპიტალში მიყვანისას ვეფხვაძეს გული გაჩერებული ჰქონდა და გულისა და ფილტვის რეანიმაცია დასჭირდა. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

ვეფხვაძე ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებოდა. ექიმების განცხადებით, მისი ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის, მესამე და მეოთხე ნაწილით, 117-ე და 143-ე მუხლებითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0