თბილისში სექს-მანიაკი დადის: მსხვერპლებმა 23 წლის სპორტსმენი ამოიცნეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებულს ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად რამდენიმე გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობა ედება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi-2.

დასახელდა ყველაზე გავრცელებული დანაშაულები საქართველოში >>

ბოლო დროს დედაქალაქის  პოლიციის განყოფილებებში შევიდა რამდენიმე განცხადება იმის შესახებ, რომ ვარკეთილში დადის სექსუალური მანიაკი, რომელიც სადარბაზოებში გოგონებს თავს ესხმის. შეადგინეს ფოტორობოტი, მაგრამ მისი პიროვნების იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გორში 20 წლის კაცი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

მანიაკი ერთ-ერთმა მსხვერპლმა ამოიცნო. ის 23 წლის სპორტსმენი ჯემალ ზოიძე აღმოჩნდა, რომელიც ბავშვებს ავარჯიშებდა.

გოგონას თქმით, როდესაც ის ღამის საათებში ბრუნდებოდა სახლში, შენიშნა, რომ მას უცნობი მამაკაცი მიყვებოდა. სადარბაზოში მან რამდენიმეჯერ დაარტყა მას, ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ქმედება და გაიქცა. რამდენიმე დღეში ზოიძე მას კვლავ აედევნა, ამჯერად დღის საათებში. მსხვერპლმა ის ამოიცნო , გამოიძახა პოლიცია და სავარაუდო მოძალადე ადგილზე დააკავეს.

პოლიციის განყოფილებაში გაირკვა, რომ სექსუალურ ძალადობაში ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე გოგონა ადანაშაულებდა. პირველი შეტყობინება პოლიციაში მაისში შევიდა. ახალგაზრდა გოგონა აღწერდა, როგორ გახდა ის ძალადობის მსხვერპლი.

„კიბეზე ასვლისას მომესმა ფეხის ხმა. ვიფიქრე, რომ კორპუსის მაცხოვრებელი ამოდიოდა კიბეზე სწრაფი ნაბიჯით და გადავწყვიტე, გამეტარებინა. უეცრად მეცა, მომაწვა სხეულით. ზურგით მიმაბჯინა სადარბაზოს კედელთან. დამიწყო ხელით მოფერება. მაშინვე ხელი ვკარი და ძლიერად დავიყვირე. დავიწყე ხმამაღლა ყვირილი. დავიყვირე - "მიშველეთ", ვეძახდი ჩემს ბებიას. რა დროსაც შეწყვიტა შეხება და სირბილით გავიდა სადარბაზოდან. ამ დროს კიბიდან ჩამოირბინა ჩემმა ძმამ, რომელმაც ხმა სახლში გაიგო. იმ დღეს დიდი სტრესის ქვეშ ვიყავი, მეორე დღეს კი გამოვცხადდი პოლიციაში და განვაცხადე მომხდარი ფაქტის შესახებ," - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

ზოიძე დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ფსიქიკური აშლილობა აქვს. ის გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში იძულებით მკურნალობას გაივლის. ამის შემდეგ მამაკაცი სასამართლოს წინაშე წარდგება.

ყველა ახალი ამბავი
0