უცხოელს საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები შემოჰქონდა

CC0 / Pixabay / stevepb / ნარკოტიკი
ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, ბრალდებულის სახით უცხო ქვეყნის მოქალაქე, 51 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

დასახელდა ყველაზე გავრცელებული დანაშაულები საქართველოში >>

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0