შსს-მ 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ნარკოდანაშაულისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე" დაახლოებით 9 მილიონი ლარია. განადგურებულ ნარკოტიკებს შორის იყო: 5,2 კგ „კოკაინი", 1,3 კგ-ზე მეტი „ჰეროინი", 4,2 ათასზე მეტი აბი „სუბუტექსი", 675 კაფსულა და 896 აბი „ტრამადოლი", 579 აბი და 58,3 გრამი „მეტადონი", 338 აბი და 21,9 გრამი „კოდეინი", 996 აბი „ამფეტამინი", 8678 კაფსულა და 198 აბი „პრეგაბალინი" და 33,7 გრამი „მორფინი". ასევე განადგურებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

უწყების ცნობით, ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ყველა ახალი ამბავი
0