სახანძრო

ხანძარი თბილისში: გედევანიშვილის ქუჩაზე კერძო სახლი იწვის

76
(განახლებულია 13:25 10.10.2019)
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ისნის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს უკიდია.

„ახლომდებარე სახლებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს", – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

76
თემები:
შემთხვევები საქართველოში (852)